მთავარი ჯანმრთელობა რომელი პროდუქტები იწვევს დაღლილობის შეგრძნებას?

რომელი პროდუქტები იწვევს დაღლილობის შეგრძნებას?

by Keti

საკვები აუცილებელია ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის. გარდა ამისა, ის სიამოვნების წყაროა. თუმცა არსებობს ისეთი კერძები, რომლებიც არამარტო უსარგებლოა, არამედ ზიანიც მოაქვს ადამიანისთვის. მათი მიღებისას ვერ იგრძნობთ დანაყრებას. ამასთან შეგაწუხებთ დაღლილობა და უენერგიობა.

ჩვენ მოგიყვებით იმ ცუდი პროდუქტების შესახებ, რომლებიც გვართმევს ენერგიას და გვიმატებს კილოგრამებს.

ცუდი საკვები

1. ბლითები

ერთი საშუალო ბლითი შეიცავს 45 გრამზე მეტ რაფინირებულ ნახშირწყალს, რომელიც სწრაფად გარდაიქმნება შაქრად. ეს კი იწვევს სისხლში ინსულინის მატებას, რაც ყველა ქრონიკული დაავადების მიზეზია.

2. ყავის შემცველი სასმელები

1 პატარა ჭიქა ნატურალური ყავა დღის ჯანმრთელი დასაწყისია. ჭიქების რაოდენობა ორგანიზმის მიმღებლობასა და სისხლის წნევაზეა დამოკიდებული. თუმცა ბევრი ყავის სასმელი კაფეებსა თუ ბარებში, შეიცავს დამატკბობლებს, სეროფებსა და საღებავებს, გვართმევს ენერგიას.

ასევე უარი თქვით ხსნად ყავაზე, ყავის შემცვლელებსა და მზა ფხვნილებზე. მასში მრავალი სინთეტიკური დანამატია. ,,3 1-ში” დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს.

3. ხილიანი ფაფები

ფაფები ბავშვებისთვის სერიოზული დამარღვეველია. უმრავლესობა გენმოდიფიცირებული მარცვლისგანაა დამზადებული, რომელსაც ფრუქტოზა, საქაროზა, სიმინდის სეროფი აქვს დამატებული. ამიტომ ბავშვისა და თქვენთვის, ჯობს, ორგანული ფაფების მომზადება და ჩირის, რძის და ა.შ. დამატება. ნატურალური ფაფებიც ნახშირწყლების წყაროა.

4. გაზიანი სასმელები

მათში დიდი რაოდენობით შაქარია, მაგალითად, ქიმიური ელემენტი ასპარტამი, 92 სხვადასხვა გვერდითი ეფექტის მატარებელია. მათ შორის, შეუძლია ქრონიკული დაავადებების პროვოცირება: გულყრები, ეპილეფსია, დიაბეტი, თანდაყოლილი მანკები, ემოციური დარღვევები, სიმსივნეები. საღებავები და კონსერვანტები კი, საერთოდ უხსენებელი საკითხია. გაზიანებში შემავალი ფოსფორმჟავა კალციუმის შეწოვას აფერხებს, ეს კი ძვლების დარბილებასა და ოსტეოპოროზს იწვევს.

5. მაღაზიის იოგურტი

ტრადიციული რეცეპტის იოგურტი სასარგებლო პრობიოტიკების წყაროა, მაგრამ მარკეტების იოგურტი არ შეიცავს სასარგებლო თვისებებს. პასტერიზაციის პროცესში სხვადასხვა ფასეული ფერმენტის რაოდენობა ქრება.

6. სენდვიჩები, ბურგერები და სხვა სწრაფი კვების პროდუქტები

ბევრი პური ანუ რაფინირებული ნახშირწყლები, ანტიბიოტიკებზე მომზადებული ხორცი, რომელშიც ბევრი ნიტრატი, გლუტამინი, სიმინდის სეროფი, კონსერვანტი და საღებავია. არავითარი კვებითობა – მხოლოდ ზედმეტი წონა და ქოლესტერინი.

7. მაღაზიის წვენი

მათში ხილისგან არაფერია დარჩენილი. ბევრი შაქარი, საღებავები, სიმინდის სეროფი, ხელოვნური არომატიზატორები. არანაირი უჯრედისი და ანტიოქსიდანტი. ამიტომ დღის დაწყება 1 ჭიქა შაქრით არ ღირს.

8. კექსები

უცხიმო კექსებიც კი, რომლებშიც სტაფილო ან ქატო შედის, გვართმევს ენერგიას. 1 კექსი 1 თეფში ოლადის ტოლფასია. მათი მიღებისას, სისხლში ინსულინის დონე მკვეთრად მატულობს, ენერგია კი ეცემა. ეს ეხება ნებისმიერ საკვებს, რომელიც ბევრ ნახშირწყალს და რაფინირებულ შაქარს შეიცავს. ამიტომ უარი თქვით მსგავს ტკბილეულზე.

9. კარტოფილის ჩიფსები

ეს ნატრიუმთან შერეული მავნე ცხიმებისა და რაფინირებული ნახშირწყლების გარდა არაფერია. მათი გადაჭარბებული მიღება იწვევს კიბოს.

10. მზა სმუზები

მაღაზიის სმუზები 100%იანი ბომბაა, შაქრის უზარმაზარი რაოდენობით. მაღაზიის იოგურტივით მათში არანაირი სასარგებლო ბაქტერია არ არის. სჯობს, ისინი სახლში მოამზადოთ, თუ თქვენი ორგანიზმი ნორმალურად რეაგირებს რძისა და ახალი ხილის ურთიერთქმედებაზე.

საჭიროა, გონივრულად მივუდგეთ რაციონს. ენერგიის მიღება და დახარჯვა ერთნაირად საჭიროა, ის ცხიმად არ უნდა გარდაიქმნას. ეცადეთ ნაკლები გადამუშავებული პროდუქტი მიიღოთ.

მოგვიყევით, რომელია თქვენი საყვარელი მავნე საკვები. ეს სტატია კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: