მთავარი სილამაზე როგორ შევარჩიოთ მოდური ფეხსაცმელი?

როგორ შევარჩიოთ მოდური ფეხსაცმელი?

by Keti

გთავაზობთ მოდის გურუს – ეველინა ხრომჩენკოს რჩევებს ფეხსაცმლის წარმატებით არჩევისთვის.

ეველინას თავისი მოსაზრებები აქვს ქალის ფეხსაცმლის შესახებ.

როგორ შევარჩიოთ მოდური ფეხსაცმელი

ეველინა 5 რკინის წესს იცავს ფეხსაცმელების შერჩევისას.

1. ყოველთვის შეარჩიეთ ქუსლიანი ფეხსაცმელი. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. თუ გსურთ მოდურად გამოიყურებოდეთ, უნდა მოითმინოთ კიდეც. შეგიძლიათ ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოთ – მოხერხებული ფეხსაცმელი დიდი ქუსლით. მოდური დაბალძირიანი ფეხსაცმელი არ არსებობს!

2. ყოველთვის აარჩიეთ ნახევარი ზომით დიდი ფეხსაცმელი. პირველ რიგში მცირე ზომის ფეხსაცმელში ხდება შეშუპება, მეორეც, სიარული მოუხერხებელია.

არ იყიდოთ პატარა ფეხსაცმელი იმ იმედით, რომ გაიჭიმება.

3. ყოველთვის გქონდეთ მარაგში ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი. იდეალურია შავი ან ხორცისფერი.

ხორცისფერთან ატარეთ მხოლოდ გამჭვირვალე კოლგოტი, შავთან კი – ნახევრად გამჭვირვალე შავი კოლგოტები.

4. არ შეგეშინდეთ ლაქისა და ზამშის ფეხსაცმლის ტარების. ლაქის მოუხდება დღესასწაულებს, ზამში კი მკაცრი ოფისის სტილს.

მოდური ზამშის ფეხსაცმელი ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. ისინი ადვილად იწმინდება და დიდხანს ძლებს.

5. ეველინა გვირჩევს, კოლექციას დავამატოთ ბორდოსფერი და მწვანე ფეხსაცმელი.

მალაქიტის მსგავსი მწვანე მოუხდება შავ და წითელ კაბებს.

ამ წესების გარდა ეველინას აქვს რამდენიმე რჩევა: მთავარი არის ის, რომ ფეხსაცმელი უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, არ ღირს გამომწვევი ფეხსაცმლის ჩაცმა სამსახურში

ქალს საკუთარი სექსუალობის წარმოჩენა ამ ჰიპერტროფიული ქალურობის გარეშეც შეუძლია.

მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ არამხოლოდ ლამაზი, არამედ მოსახერხებელი ფეხსაცმელი ყოველდღიურობისთვის.