მთავარი ადამიანები მამა თავის ადრეულად დაბადებულ ჩვილს ,,კაცური” საქმეების კეთებას ასწავლის, შედეგი გამაოგნებელი და გულისამაჩუყებელია

მამა თავის ადრეულად დაბადებულ ჩვილს ,,კაცური” საქმეების კეთებას ასწავლის, შედეგი გამაოგნებელი და გულისამაჩუყებელია

by Keti

რაიანი 9 კვირით ადრე დაიბადა, ის მხოლოდ 3 ფუნტს იწონიდა. მან 6 კვირა ჰოსპიტალში გაატარა. მშობლებმა გადაწყვიტეს, ის ,,გამოეწრთოთ” ფოტოშოპის საშუალებით მისთვის კაცური საქმეები გაეკეთებინებინათ. ძალიან სახალისო გამოვიდა.

პირველად ფოტოების გადაღება დაიწყეს, შემდეგ მათი დამონტაჟება, განათების სწორად ჩასმა და ა.შ. მშობლებს სურდათ, ფოტოები მაქსიმალურად რეალური და საყვარელი გამოსულიყო.

ერთ მშობელს ბავშვი განსაზღვრულ პოზიციებში ეჭირა, მეორე კი სურათს იღებდა. თითო ფოტოს გადასაღებად უამრავი დუბლი დასჭირდათ, თუმცა როგორც ფოტოებზეა აღბეჭდილი, რეალობა ასეთი ,,საშიში” არ ყოფილა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და, საინტერესოა, თავად რაიანი როგორ შეაფასებს ამ ფოტოებს, როცა გაიზრდება.

ხალხს ფოტოები მოეწონა, ყველას გული დასწყდა ფოტოთა სერიის დასრულებისას. ზოგიერთმა ღელვაც კი დაიწყო რაიანის უსაფრთხოებაზე. თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს მხოლოდ მონტაჟია.

რაიანის დედ-მამა ნაადრევად დაბადებული ბავშვის მშობლებს ურჩევენ, რომ იყვნენ მომთმენები, პოზიტიურები და ეძებონ მხარდაჭერა. გადახედეთ რაიანის ფოტოებს:

დილის 5 საათზე გაპარსვა უწევს

გაზონს კრეჭს

ფოთლებს ფანტავს საყვარელი მუსიკის ფონზე

ბიჭებთან ერთად პოკერს უბერავს

შეშა სჭირდება ოჯახს

პირველი თევზი დაიჭირა (შემდეგ გაუშვა)

დედიკოს პრიუსს აკეთებს

მადლიერების დღის ინდაურს აპობს

ხელფასის გაცემის დღეა (ეს პაწაწინა პორტფელი ნამდვილია)

106 კილოზე ავიდა

ჰანტელებით განიტვირთა

რაიანი ახლა 6 თვისაა და ჯანმრთელი იზრდება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: