მთავარი გასართობი იაპონიაში ამ შემწვარი კარტოფილის მაღაზიის მმართველი შიბას ჯიშის ლამაზი ცუგაა

იაპონიაში ამ შემწვარი კარტოფილის მაღაზიის მმართველი შიბას ჯიშის ლამაზი ცუგაა

by Keti

ეს კენ-კუნია, ჭკვიანი და მშრომელი ბიზნეს-ბიჭუნა. ის ტვიტერზე მოხვდა მას შემდეგ, რაც მომხმარებლებს წარმატებული მომსახურება გაუწია. ძაღლები ხშირად არიან დასაქმებულები: ატარებენ უსინათლო ადამიანებს, დევნიან კრიმინალებს და გრძნობენ ნარკოტიკის სუნს. ეს მცირე ჩამონათვალია. თუმცა ხშირად ვერ ნახავთ ერთი ადამიანის (ძაღლის) საკვებ დახლს, რომელიც სტუმრებს დიდი სიხარულით ეგებება.

3 წლის შიბა ინუ ჰოკაიდოს კუნძულის ქალაქ საპოროში მუშაობს და ეს საქმე საერთოდ არ ერთულება. მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა აარჩიონ სასურველი ტკბილი შემწვარი კარტოფილი და 100 იენი დატოვონ (1 აშშ დოლარი). კენ-კუნი კეთილად ყველას კეთილად მასპინძლობს.

როცა კლიენტი უახლოვდება, კენ-კუნი თავის ლამაზ და პატარა სახეს სწევს და ასე რწმუნდება საქმის წარმოების სისწორეში. ეს სანდო სისტემაა, რადგან თუკი ფულს არ გადაიხდი, დახლიდან გადმოხტება და გამოგეკიდება.

დახლი ფერადი და მხატვრული მორთულობისაა. თითქოს ის ამბობს: ,,მე რადგან ძაღლი ვარ, ხურდის მოცემა არ შემიძლია.” ამიტომ მომხმარებლებს ფულის ზუსტი რაოდენობა უნდა ჰქონდეთ.

შემწვარი ტკბილი კარტოფილი იაკი იმოს სახელითაა ცნობილი. იაპონიაში ის ზამთრის მიწურულის ფასტ ფუდია.

ტკბილი კარტოფილი ძალიან პოპულარული საკვებია და მისი მიღების მომსახურება ბევრნაირად ხდება, თუმცა კენ-კუნი გამორჩეული მაგალითია. არსებობს: ტკბილი კარტოფილის ჩიფსები, საკონდიტრო ნაწარმი, ნამცხვრები, კანფეტები, პურები, კიტკეტები… ტკბილი კარტოფილის ნაყინის კი მოიპოვება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: