მთავარი კულინარია ნამცხვარი მანით ტაფაზე

ნამცხვარი მანით ტაფაზე

by Keti

ალჟირელები ყველაზე მეტ თაფლს მიირთმევენ. გამომცხვარ პროდუქტებშიც თაფლს, ნიგოზსა და ჩირს ამატებენ. ჩვენს პროდუქტში შაქარი არ შედის.

გთავაზობთ ალჟირულ ტკბილ ნამცხვარს ტაფაზე. ის არც შაქარს შეიცავს, არც მაწონსა და კეფირს.

ნამცხვრის რეცეპტი

ცხობა რთული პროცესია და ბევრ ბეზრდება. დღეს გთავაზობთ ტაფაზე მომზადებული ნამცხვრის  რეცეპტს. მშუშა – ასე ჰქვია ნამცხვარს.

ინგრედიენტები

  • 6 ს.კ. მანი
  • 7 კვერცხი
  • 5 ს.კ. თაფლი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 100 გ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. ათქვიფეთ შვიდივე კვერცხი. ეს პროდუქტი წამყვანია ნამცხვრისთვის, ამიტომ მისი სიმრავლე არ გაგიკვირდეთ.

2. დაამატეთ მანი და კვლავ აურიეთ. სასურველია 5 წუთი დატოვოთ.

3. მანის ზეთი, მარილი დაუმატეთ. აურიეთ.

4. გააცხელეთ ზეთიანი ტაფა. პარალელურად ჩაყარეთ ცომში გამაფხვიერებელი. აურიეთ.

5. შეწვით მშუშა ოქროსფრამდე, საშუალო ცეცხლზე, 5 წუთი. უნდა იყოს თავდახურული. გადააბრუნეთ და კვლავ 3 წუთი წვით.

6. ამოიღეთ თეფშზე და მოასხით თაფლი.

ნამცხვარი რბილი და დრეკადი გამოდის. მანის ჩანაცვლება ფქვილით და სახამებელით შეგიძლიათ. თუმცა ასეთი მშუშა ჰაეროვანი არ იქნება. შეგიძლიათ მოასხათ მურაბაც.

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს, დაე, მათაც შეაფასონ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: