მთავარი რჩევები დამატენიანებელი სახის ნიღბები სახლის პირობებში

დამატენიანებელი სახის ნიღბები სახლის პირობებში

by Keti

სტატია მოწიფულ ქალბატონებს ეძღვნება. ვისაუბრებთ საუკეთესო ნიღბებზე, რომლებიც კანს ღრმად ატენიანებს და ძველ ნაოჭებს ალაგებს. ახალგაზრდობა დაგიბრუნდებათ.

დამატენიანებელი სახის ნიღბები

პირველი რეცეპტი საგანგებო დახმარებაა. თუ კანის მდგომარეობა ცუდია, დაგეხმარებათ მდოგვი. ამ დროს ხდება კანის სრული დატენიანება და ყოველი უჯრედის განახლება. მდოგვი მდიდარია A,D,E და B ჯგუფის ვიტამინებით. ისინი დადებითად მოქმედებს კანზე ნებისმიერ ასაკში.

დაგჭირდებათ

  • 1 ჩ.კ. თბილი წყალი
  • 2 ჩ.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. მშრალი მდოგვის ფხვნილი

გამოყენება

  1. შეურიეთ ყველაფერი, წაისვით გაწმენდილ სახეზე და ყელზე.
  2. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

როგორ განვთავისუფლდეთ ,,ულვაშებისგან”

ინდოეთში ასეთ ნიღაბს მთელ სახეზე ისვამენ. ეს მარტივი ყვითელი ნიღაბია. ნახეთ რუსულენოვანი ვიდეო, თუკი დრო გაქვთ. ეს ძვირფასი ინფორმაციაა მოწიფული ქალებისთვის.

კანის ნებისმიერი პრობლემის ძირითადი მიზეზი ტენის უკმარისობაა. გაუწყლოებული კანი სწრაფად ბერდება, კარგავს ტონუსს. ამისთვის ტენი აუცილებელია.

დაწყება შეგიძლიათ უჩვეულო დილის დაბანით: მშრალი კანი, რომელიც ნაოჭებისკენაა მიდრეკილი, დაიბანეთ თბილი რძით. ცხიმიანი და კომბინირებული კანი კი – კეფირით დაიბანეთ. შემდეგ სახე არ დაიბანოთ, ხელსახოცით შეიმშრალეთ.

რძემჟავა პროდუქტები კანს აღიავებს, აშორებს ლაქებს, აქრობს წვრილ ნაოჭებს.

ვაშლისა და სტაფილოს ნიღაბი

ეს ნიღბები ატენიანებს და სახის ფერს აუმჯობესებს. ხილში შემავალი მჟავები კანს მომენტალურად გარდაქმნის.

დაგჭირდებათ

  • 0,5 უმი სტაფილო
  • 0,5 უმი ვაშლი

მიღება

  1. გახეხეთ გაფცქვნილი ვაშლი და სტაფილო წვრილ სახეხზე, აურიეთ ან ათქვიფეთ ბლენდერში.
  2. წაისვით სახეზე და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ხაჭოსა და რძის დამატენიანებელი ნიღაბი

ხაჭო შეგიძლიათ ცხიმიანი გამოიყენოთ. თუ არ გაქვთ ალოე, შეცვალეთ ის თბილი ლიმონიანი წყლით.

ინგრედიენტები

  • 3 ს.კ. ხაჭო
  • ცოტა რძე
  • ცოტა ალოეს წვენი

მიღება

  1. შეურიეთ ხაჭო და რძე, წაისვით სუფთა კანზე.
  2. 30 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ შეიზილეთ ალოეს წვენი ან ლიმონიანი წყალი.

ძალიან კარგი ნიღბებია! გთავაზობთ შეაფასთ მათი ღირსება და ეფექტი. კანი ხომ ზამთარში ძალიან იფიტება.

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება!