მთავარი კულინარია მოვამზადოთ სალათები თინუსთან ერთად

მოვამზადოთ სალათები თინუსთან ერთად

by Keti

თინუსის სალათები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ,,ზღვის ხბოს ხორცი” ასე ეძახიან თინუსს შეფ მზარეულები. ის შეიცავს 120 კალორიას (100გ).

ასევე  თინუსი შეიცავს ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს. ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა.

მარტივი სალათები თინუსით

თინუსს არ აქვს თევზის დამახასიათებელი გემო, ამიტომ სალათებს თევზის მოძულეებიც მიირთმევენ.

ბერძნული სალათა თინუსით და ფეტათი

ინგრედიენტები

  • 2 პომიდორი
  • 2 კიტრი
  • 1 ბულგარული
  • 100 გ ფეტა
  • 0,5 წითელი ხახვი
  • 1 ფილა თინუსი
  • 1 ქილა უკურკო ზეთისხილი
  • 1 კონა სალათა
  • ორეგანო
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით ყველი, პომიდორი, ხახვი და კიტრი.
  2. სალათის ფურცლები დახიეთ და თეფშზე დაალაგეთ, ზემოდან ბოსტნეული, თინუსი, ზეთისხილი და ყველი დაადეთ.
  3. აურიეთ ზეთი, ორეგანო, პილპილი, მარილი. მოასხით სალათას.
სალათა თინუსითა და ავოკადოთი

ინგრედიენტები

  • 200 გ თინუსი
  • 200 გ პომიდორი ჩერი
  • 150 გ სიმინდის კონსერვი
  • 200 გ სალათა
  • 1 მსხვილი ავოკადო
  • 1 ჩ.კ. მარცვლოვანი მდოგვი
  • 1 ჩ.კ. სუფრის მდოგვი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. დაჭერით პომიდორი ორ ნაწილად.
  2. გამოაცალეთ ავოკადოს კურკები, გაფცქვენით, დაჭერით.
  3. მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი, ზეთი აურიეთ.
  4. სალათის ფურცლები შეურიეთ 3/4 ნარევს.
  5. დაამატეთ სიმინდი, თინუსი, პომიდორი და ავოკადო.
  6. ნარევის ნარჩენი სალათას მოასხით. მზადაა!
სალათა თინუსითა და ლობიოთი

ინგრედიენტები

  • 180 გ თინუსი
  • 1 ხახვი
  • 2 კიტრი
  • 1 პომიდორი
  • 100 გ ზეთისხილი
  • 1/2 ქილა კონსერვის ლობიო
  • 2 კვერცხი
  • 1/2 კონა სალათა
  • ზეითუნის ზეთი
  • ბალზამირებული ძმარი
  • მარილი

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი და პომიდორი. მოხარშეთ მაგარი კვერცხი.
  2. დაჭერით რგოლებად ხახვი და ჩადეთ ძმარში 30 წუთით.
  3. გახიეთ სალათის ფურცლები.
  4. დადეთ დიდ თეფშზე ფენებად.
  5. დააწყვეთ სალათაზე ლობიო.
  6. დაგლიჯეთ თინუსის ფილე და დაადეთ ლობიოს.
  7. შემდეგ მოდის დამარილებული კიტრი, პომიდორი, დამარინადებული ხახვი, დაჭრილი კვერცხი და ზეთისხილი.
  8. მოასხით ზეითუნის ზეთი და ძმარი.
სალათა პასტათი და თინუსით

ინგრედიენტები

  • 150 გ პომიდორი
  • 250 გ მაკარონი
  • პატარა ქილა უკურკო ზეთისხილი
  • 350 გ თინუსი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. გახეხილი ლიმონის ცედრა
  • სალათის ფურცლები
  • ბაზილიკის ფურცლები
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაწურეთ.
  2. ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ 1 ს.კ. ზეთი. აურიეთ.
  3. ჩანგლით ჩაჭყლიტეთ თინუსი, მიამატეთ მაკარონს.
  4. აურიეთ დარჩენილი ზეთი, დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი, ცედრა, მარილი, პილპილი.
  5. მოასხით სალათას სანელებლები. აურიეთ. მორთეთ პომიდვრით, ზეთისხილით, ბაზილიკით.
მრავალშრიანი სალათა თინუსით

ინგრედიენტები

  • 3 კარტოფილი
  • 1 მწვანე ვაშლი
  • 1 ქილა თინუსი
  • 3 კვერცხი
  • 150 გ მაგარი ყველი
  • 150 გ კრაბის ჩხირები
  • მაიონეზი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. მოხარშეთ კარტოფილი, კვერცხი. გააციეთ.
  2. გახეხეთ კარტოფილი მსხვილად.
  3. დაჭერით ხახვი.
  4. გაფცქვენით კვერცხი, გააცალკევეთ გული და ცილა. ჩაჭყლიტეთ თინუსი.
  5. გახეხეთ კრაბის ჩხირები, ვაშლი და ყველი მსხვილად. ცილა და გული წვრილად.
  6. აიღეთ დიდი ბრტყელი თეფში. ჩადეთ რგოლი. დაალაგეთ სალათა ფენებად, წაუსვით მაიონეზი. შემდეგ დადეთ კარტოფილი, თინუსი, მწვანე ხახვი, ცილა, კრაბები, ვაშლი, ყველი და ბოლოს, კვერცხის გული.
  7. მორთეთ დარჩენილი ხახვით და მიირთვით!

გემრიელად მიირთვით!

თუ რეცეპტები მოგეწონათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებს. მანამდე კი თქვენი ფავორიტი სალათა აარჩიეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: