მთავარი ჯანმრთელობა შვეიცარიელი ექიმების დიეტა

შვეიცარიელი ექიმების დიეტა

by Keti

რაც დრო გადის, უფრო პოპულარული ხდება დიეტები.

დემოლის დიეტა ერთ-ერთი უსაფრთხო და აქტიური ცხოვრების წამახალისებელია. დიეტა ექიმის შემუშავებულია, ამიტომ ყველა თავისებურება გათვალისწინებულია და არ არის მკაცრი.

დიეტა განსაკუთრებით სეზონებს შუა პერიოდშია აქტუალური. რეკომენდებულია, ჩაიტაროთ წელიწადში 4ჯერ: დეკემბრის, მარტის, ივნისისა და სექტემბრის დასაწყისში. 4 დღიანი დაცვა 2-3 კილოს მოგაშორებთ.

დიეტას არ აქვს უკუჩვენება, განსაკუთრებული დაავადებების გარდა.

აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა დემოლის დიეტის დაწყებამდე.

სასარგებლო დიეტა

დაცვის წესები

1. დალიეთ 1,5 ლ სუფთა წყალი.

2. საკვები მიიღეთ მცირე პორციებად, დღეში 4ჯერ.

3. გამორიცხეთ ალკოჰოლი

4. მიირთვით არატკბილი ხილი და ბოსტნეული (კომბოსტო, კიტრი, სალათა, ხახვი, ლობიო, მწვანილი).

ერთდღიანი პროდუქტები დემოლის დიეტისთვის
  • 300 გ მოხარშული ხორცი/თევზი/რამდენიმე კვერცხი
  • 0,5 ლ რძე ან სხვა რძის პროდუქტი
  • 7 ჩ.კ. შაქარი
  • 50 გ ხაჭო
  • 4 ნაჭერი მსხვილად დაღერღილი პური
  • 100 გ მაღალი ხარისხის მაკარონი ან 2 მსხვილი კარტოფილი
  • 50 მლ ზეთი
  • ბოსტნეული და ხილი შეუზღუდავად

სასურველი შედეგისთვის სიას არაფერი დაამატოთ. თუ ზოგი პროდუქტი არ გიყვართ, ამოშალეთ სიიდან.

გაუზიარეთ დემოლის დიეტა მეგობრებსაც, რათა ორგანიზმის გამოფიტვის გარეშე სასურველ შედეგს მიაღწიონ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: