მთავარი კულინარია კვერცხის ნატურალური საღებავის რეცეპტი

კვერცხის ნატურალური საღებავის რეცეპტი

by Keti

აღდგომა ახლოვდება. ტრადიციულად, ყველა აცხობს პასკას და ღებენ სააღდგომო კვერცხებს წითლად. მრავალფეროვნების მიზნით, შეგიძლიათ, კვერცხი სხვა ფრადაც შეღებოთ და მორთოთ ორნამენტებით.

სააღდგომო კვერცხების დეკორი

მაღაზიებში ბევრ საღევაბს ნახავთ, თუმცა ყველა უსაფრთხო არაა. სჯობს, სახლში დამზადებული გამოიყენოთ.

გთავაზობთ კვერცხების შეღებვის ორიგინალურ მეთოდებს ნატურალური საღებავების დახმარებით. აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცისფრად შეღებვა, წითელი კომბოსტოს დახმარებით შეიძლება.

ინგრედიენტები

  • 1 წითელი კომბოსტო
  • 500 მლ წყალი

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო.

2. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს კომბოსტო. ასე ნახარში გაჯერებული გამოვა.

3. აადუღეთ და გააციეთ, შემდეგ გადაწურეთ.

4. კვერცხი ნახარშში ჩაალაგეთ და დატოვეთ 6 საათი.

5. ფრთხილად ამოალაგეთ კვერცხი ქაღალდის ხელსახოცზე გასაშრობად.

ასე შეგიძლიათ შეღებოთ ლაჟვარდისფრად. ფერის სხვადასხვა ტონალობისთვის კომბოსტოს სხვა ინგრედიენტები დაამატეთ. ღია ცისფერისთვის ამატებენ ძმარს და დგამენ 3 საათით. უფრო განსხვავებულისთვის ამატებენ სოდას და დგამენ 6 საათით. მუქი ცისფერისთვის ამატებენ ძმარს და დგამენ 3 საათით, შემდეგ კვლავ კომბოსტოს ნახარშში სდებენ 3 საათით.

ასევე შეგიძლიათ მორთოთ კვერტცხი ქაღალდის ხელსახოცითა და სახამებლით. არსებობს ბევრი იდეა ფოთლების დახმარებით და ა.შ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელებში! მოგვიყევით კომენტარებში თქვენ როგორ ემზადებით სააღდგომოდ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: