მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პომიდვრის მარინადი ყურძნით?

როგორ მოვამზადოთ პომიდვრის მარინადი ყურძნით?

by Keti

პომიდვრის მარინადის ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ განსხვავებულს გთავაზობთ. ერთი საკვირველი ინგრედიენტის წყალობით, პომიდორი უჩვეულო გემოს იღებს. ეს არის ყურძენი. ამ სახით დამწნილებული პომიდორი უხდება ხორცსა და ცივ კერძებს. ყურძნით კი შეგიძლიათ მორთოთ კერძები, მისი გემოც ძალიან სასიამოვნოა!

დამარინადებული პომიდორი ზათრისთვის

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 300 გ ყურძენი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1-2 მოცხარის ფოთოლი
  • 2 ძირი კამა (აყვავებული)
  • 2 ტოტი ოხრახუში
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 1,5 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ძმარი
  • წყალი
  • მწარე წიწაკა
  • 5 მარცვალი შავი პილპილი

მომზადება

1. შეარჩიეთ მაგარი პომიდორი, გარეცხეთ. გარეცხეთ ყურძენიც, გააშრეთ.

2. მოამზადეთ ქილები. ეს რეცეპტი გათვლილია 2 ცალ 2 ლიტრიან ქილაზე. გარეცხეთ ქილები, გაამშრალეთ და გაასტერილეთ. ხუფები დამდუღრეთ. ქილის ძირში 2 კბილი ნიორი ჩააწყეთ, მოცხარის ფოთოლი, ოხრახუში, კამა, რამდენიმე რგოლი წიწაკა.

3. ქილაში პომიდორი და ყურძენი ჩააწყეთ. ეცადეთ ქილა გაავსოთ.

4. მარილი და შაქარი გაყავით შუაზე და ქილებში ჩაყარეთ, დაამატეთ პილპილის მარცვლები. აადუღეთ წყალი და დაასხით პომიდორს. დააფარეთ ხუფები. 15 წუთის შემდეგ გაციებული წყალი გადაღვარეთ ქვაბში და აადუღეთ. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და ძმარი დაამატეთ.

5. გადაანაწილეთ მარინადი ქილებში. მოხუფეთ. გადააბრუნეთ ქილები და შეფუთეთ. დატოვეთ გაციებამდე. მზა პომიდორი შეინახეთ გრილ სათავსოში.

ასეთია შესანიშნავი პომიდვრის მარინადის რეცეპტი, ის ყველას მოეწონება და თქვენს საყვარელ კერძად იქცევა.

და როგორ ამარინადებთ პომიდორს თქვენ? გაგვიზიარეთ თქვენი რეცეპტები კომენტარებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: