მთავარი კულინარია იტალიური ჩისქეიქი

იტალიური ჩისქეიქი

by Keti

ჩისქეიქი ამერიკულ დესერტად ითვლება, მაგრამ მისი ისტორია ანტიკურ ხანას უკავშირდება. კერძი ძალიან მოსწონდა იულიუს კეისარს. მისი რეცეპტურა ბევრჯერ შეიცვალა და დღესდღეობით ,,ყველის ნამცხვარს” ყველგან სხვადასხვაგვარად აკეთებენ.

დღეს მოგიყვებით იტალიურ ჩისქეიქზე. ორიგინალურ რეცეპტში გამოიყენება რიკოტა. გთავაზობთ ის შეცვალოთ, უფრო ხელმისაწვდომი ხაჭოს ნაღების ყველით. დესერტი გამოდის ნაზი, ჰაეროვანი, არომატული.

ინგრედიენტები

  • 750 გ ხაჭოს ყველი
  • 180 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 60 მლ ნაღები
  • 35 გ ფქვილი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაყავით კვერცხის გულები ცილებისგან. გულები 150 გ შაქართან ათქვიფეთ. დაამატეთ ცედრა და ვანილი
  2. ათქვეფილ გულებს გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. აურიეთ. დაამატეთ ყველი, ნაღები და შეურიეთ მიქსერით ან ბლენდერით.
  3. კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად.
  4. ცილოვანი მასა შეაერთეთ ხაჭოს მასასთან, აურიეთ.
  5. ჩაასხით მასა საცხობ ფორმაში. დადეთ ფორმა. ეს ფორმა ჩადეთ სხვა დიდი ზომის საცხობ ფორმაში და ქვედა საცხობი წყლით აავსეთ.
  6. შედგით ღუმელში, 180 გრადუსზე, 30 წუთი.

დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა, სუფრაზე მიიტანეთ შოკოლადის ან კენკრის სოუსთან ერთად. მოამზადეთ, ისიამოვნეთ გემოთი და გაუზიარეთ მეგობრებს ეს გემრიელი რეცეპტი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: