მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პური საფუარისა და ფქვილის გარეშე

როგორ მოვამზადოთ პური საფუარისა და ფქვილის გარეშე

by Keti

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად აქტუალურია გარეგნობაზე, კერძოდ კი ფიგურაზე ზრუნვა. სხვადასხვა დიეტის პარალელურად შეგიძლიათ პურის ჩანაცვლებაც გაცილებით უფრო სასარგებლო კერძით. შვრიის პური საცილებით უფრო გემრიელი და სასარგებლოა.

პური ფქვილისა და საფუარის გარეშე

ეს პური მოეწონება ყველას, ვინც მომხრეა სწორი კვების.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა მზესუმზირა
  • 0,5 ჭიქა სელის თესლი
  • 0,5 ჭიქა თხილი ან ნიგოზი
  • 1,5 ჭიქა შვრიის ფანტელი
  • 4 სუფრის კოვზი ქატო
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი ზეთი
  • 1,5 ჭიქა წყალი

მომზადება:

1. დაჭერით თხილი ან ნიგოზი

2. ღრმა თასში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი. გულმოდგინედ აურიეთ.

3. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ წყალი ზეთს. ათქვიფეთ და ჩაასხით მშრალ ნარევში.

4. გულმოდგინედ აურიეთ ყველა ინგრედიენტი და დატოვეთ 2 საათი.

5. ჩაასხით ნარევი სილიკონის საცხობ ფორმაში. შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.

6. ამოიღეთ პური სილიკონის ფორმიდან, გადააბრუნეთ, გადაიტანეთ საცხობზე და გამოაცხვეთ კიდევ ნახევარი საათი 180 გრადუსზე

დასრულდა! სასარგებლო ფიტნეს- პური მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ეს უფვილო და უსაფუარო პური ყველა თქვენ ახლობელს მოეწონება. ის თითქმის ერთი კვირა ინახება, რაც ასევე კარგია.

ასეთი პური ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მსგავს გემრიელობას მარკეტში ვერ შეიძენთ.

გაუზიარეთ მეგობრებს საჭირო რეცეპტი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: