მთავარი კულინარია პომიდვრის სალათა ხახვითა და თაფლით

პომიდვრის სალათა ხახვითა და თაფლით

by Keti

ამზადებთ პომიდვრისგან სხვადასხვა კერძს? რა თქმა უნდა, ასეა. ბოლო დრომდე ჩემს სამზარეულოში პომიდვრის კერძის 3 ვარიანტი არსებობდა: ახალი ბოსტნეულის სალათა, გამომცხვარი პომიდორი ბოსტნეულთან ერთად და დაკონსერვება. მეოთხეს შესახებ შემთხვევით გავიგე. მან წინა სამს აჯობა. ეს არის პომიდვრის სალათა ხახვითა და ნივრით. ძალიან მარტივად ითქმის, მაგრამ დიდ როლს თამაშობს შესანიშნავი შეკაზმვა.

მისი ფუძე თაფლია. შესაძლებელია თაფლი ბოსტნეულსა და ხახვს შევუხამოთ? დიახ! გემო უჩვეულო გამოდის: მოტკბო – თაფლის გამო და მომწარო – წითელი წიწაკის გამო. გთავაზობთ რეცეპტს!

ინგრედიენტები
  • 5 პომიდორი
  • 3 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ბაზილიკი
  • მწიკვი წითელი პილპილი
  • 1,5 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
მომზადება
  1. დაჭერით პომიდორი რგოლებად (0,5 სმ). ასევე დაჭერით ხახვიც. ნიორი კი – წვრილად.
  2. შეურიეთ თაფლი და ლიმონის წვენი, დაამატეთ ზეთი, ბაზილიკი, მარილი და მწარე წიწაკა.
  3. აიღეთ შუშის ქილა და ფსკერზე ჩააწყეთ პომიდორი, პირველ შრედ. მოაყარეთ ხახვი და ნიორი. გაიმეორეთ იმავე მიმდევრობით, სანამ ყველა  პროდუქტი დაიხარჯება.
  4. დაასხით თაფლისა და ლიმონის ნარევი. დააფარეთ და ქილა აანჯღრიეთ. შედგით ქილა მაცივარში, 30 წუთით.

არომატული პომიდორი ძალიან მოუხდება მწვადს. შეგიძლიათ დაამატოთ სხვა მწვანილიც, იქნება გემრიელიც და ლამაზიც. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: