მთავარი კულინარია საოჯახო პლომბირი

საოჯახო პლომბირი

by Keti

ნაყინის პლომბირის სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული ქალაქის – პლომბერ-ლე-ბენის სახელიდან, ნაპოლეონ III-ს მმართველობისას. მას აქვს სრულყოფილი რეცეპტი, დაუვიწყარი გემო.

იმ დროს ნაყინში არანაირი ხელოვნური დანამატი არ იყო, მხოლოდ ნატურალური რძე. პლომბირს ნამდვილი ცხიმიანი რძის გემო ჰქონდა, დღეს ასეთებს ვეღარ ვიყიდით, ამიტომ, სჯობს, სახლშ მოვამზადოთ.

ინგრედიენტები
  • 200 გ შედედებული რძე
  • 500 მლ ნაღები
  • 2 ცალი ვაფლის ფირფიტა
მომზადება

1. მომზადებამდე 30 წუთით ადრე, საყინულეში გააციეთ ჯამი და მიქსერის ჯოხები.

2. გაციებულ ჭურჭელში ჩაასხით ცივი ნაღები. ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე, 5-7 წუთით.

3. როცა ნაღები გასქელდება, წვრილი ჭავლით ჩაასხით შედედებული რძე. თქვიფეთ დაბალი სიჩქარით, 1 წუთი.

4. სწორკუთხა ფორმის ძირში ჩადეთ ვაფლის ფირფიტა. თუ არ დაეტია, მოჭერით. გაანაწილეთ ნაღებიანი მასა. დააფარეთ მეორე ფირფიტა. შედგით ფორმა საყინულეში 4-6 საათით.

რჩევა: ნაღები ყველაზე მაღალი ცხიმიანობის გამოიყენეთ. ხოლო თუ აიღებთ მოხარშულ რძეს, შედედებულის ნაცვლად, მიიღებთ კრემ-ბრულე ნაყინს. მოამზადეთ, გაახარეთ ახლობლები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!