მთავარი კულინარია სუპები, სალათები და საუზმეები: 7 ექსკლუზიური საგაზაფხულო რეცეპტი

სუპები, სალათები და საუზმეები: 7 ექსკლუზიური საგაზაფხულო რეცეპტი

by Keti

გაზაფხულზე ვიტამინები ნაკლებადაა, მათ შესავსებად საჭიროა რაციონი ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გავამდიდროთ. ჩვენ მოვამზადეთ საგაზაფხულო კერძების 7 რეცეპტი, ყოველი დღისთვის.

საგაზაფხულო საჭმელები

ახალი პრასისა და ისპანახის სალათა

ინგრედიენტები

  • 4 პომიდორი ჩერი
  • 200 გ ისპანახი
  • 100 გ ქამა
  • 60 გ პრასი
  • 4 კვერცხი
  • 1 კონა ბოლოკი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 6 ს.კ. ზეთი
  • 3 ს.კ. ძმარი
  • მარილი, პილპილი
  1. დაჭერით მოხარშული კვერცხი, გარეცხეთ პრასი და ისპანახი, გააშრეთ.
  2. გაასუფთავეთ სოკო, გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით. ბოლოკი დაერით რგოლებად, დაჭერით ჩერი, ხახვი. აურიეთ.
  3. აურიეთ ძმარი, ზეთი, მარილი, პილპილი. აურიეთ ბოსტნეულს.
გამომცხვარი კომბოსტო

  • 2-3 კარტოფილი
  • 100 გ ბროკოლი
  • 100 გ ყვავილოვანი
  • 250 გ საქონლის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. გახეხილი ყველი
  • 1 ჩ.კ. ზეთი
  • 2 ს.კ. უცხიმო არაჟანი
  • 1 ს.კ. დაჭრილი მწვანილი
  • მარილი
  1. მოხარშეთ კარტოფილი, გახეხეთ. მოხარშეთ ხორცი.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპში 2ჯერ, შეურიეთ არაჟანი.
  3. მოხარშეთ ბროკოლი და ყვავილოვანი.
  4. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით, დაალაგეთ 2/3 პიურე, შემდეგ ფარში, მოაყარეთ მწვანილი. დაალაგეთ ბროკოლი და ყვავილოვანი.
  5. პიურეს დარჩენი საკონდიტრო ტომრით მოასხით სალათას.
  6. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 15 წუთით.
გამომცხვარი ქათმის მკერდი

  • 100 მლ არატკბიილი იოგურტი
  • 300 გ ბროკოლი
  • 4 ტოტი ბაზილიკი
  • 200 გ მოცარელა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ქათმის მკერდი
  • მარილი, პილპილი
  1. ბლენდერში ათქვიფეთ ბროკოლი, დაჭერით ბაზილიკი, დაჭყლიტეთ ნიორი. მოცარელა ჩაჭყლიტეთ ჩანგლით.
  2. ნიორი, ყველი და ბაზილიკი იოგურტს შეურიეთ. ნახევარი სოუსი სხვაგან გადაასხით, შეურიეთ ბროკოლს.
  3. თითო მკერდის ნაჭერი ორად გაყავით, დაბეგვეთ. ჩაალაგეთ ფორმაში ნახევარი ხორცი და უხვად წაუსვით სოუსი. დაალაგეთ დარჩენილი ხორცი, მოასხით სოუსი, უკომბოსტოდ.
  4. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.
რულეტი ორაგულითა და ისპანახით

  • 100 გ ისპანახი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 100 გ ყველი
  • 130 გ ორაგულის ფილე
  • 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
  • ოხრახუში, მარილი, პილპილი
  1. გაყავით კვერცხის გული ცილისგან, ათქვიფეთ ცილა. გარეცხილი ოხრახუში და ისპანახი დაჭერით.
  2. ფქვილი, კვერცხის გული, მწვანილი და მარილი აურიეთ ერთმანეთს. მასა შეურიეთ ცილას.
  3. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ, წაუსვით ზეთი. ჩაასხით მასა თხელ ფენად. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 5 წუთით.
  4. გადააბრუნეთ ფოლგის ქაღალდზე, მოაცილეთ პერგამენტი, გააციეთ.
  5. ჩაალბეთ ჟელატინი 2 ს.კ. წყალში, 10 წუთით. გააცხელეთ სრულ გახსნამდე, ურიეთ.
  6. ათქვიფეთ არაჟანი ყველთან და ლიმონის წვენთან. ჩაასხით ჟელატინი. აურიეთ.
  7. გამომცხვარს წაუსვით ნაღების კრემი, თანაბრად გაანაწილეთ ორაგული, ფრთხილად გადაახვიეთ. შეახვიეთ ფოლგაში, შედგით მაცივარში 3 სთ.
  8. დაჭერით პორციებად.
პიცა ისპანახით და სოკოთი

  • 220 გ ფქვილი
  • 6 მსხვილი ქამა
  • 200 გ ისპანახი
  • 6 პომიდორი
  • 150 გ ყველი
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 50 მლ წყალი
  • მარილი, პილპილი
  1. ფქვილი და საფუარი აურიეთ. შეურიეთ ზეთს, წყალს, კარგად მოზილეთ ცომი. დატოვეთ 40 წუთით.
  2. ისპანახი მოხარშეთ 2 წუთი, გადაწურეთ, დაჭერით. პომიდორი შუაზე გადაჭერით, სოკო თხლად დაჭერით.
  3. ცომი გააბრტყელეთ თხელ მრგვალ ფირფიტად, წაუსვით პასტა, დადეთ ისპანახი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. დადეთ სოკო, პომიდორი.
  4. მოაყარეთ ყველი, გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.
ბოსტნეულის სუფი ინდაურით

  • 600 გ ინდაურის ფილე
  • 200 გ ბროკოლი
  • 1 ხახვი
  • 4 კარტოფილი
  • 100 გ ლობიო
  • 1 სტაფილო
  • დაჭრილი მწვანილი
  • პილპილი, მარილი
  1. ჩაალბეთ ლობიო ცივ წყალში, 8-10 სთ.
  2. ინდაურს დაასხით 2,5 ლ წყალი, დადგით ცეცხლზე. დაჭერით. ჩაამატეთ ლობიო, ხარშეთ 30 წუთი.
  3. სტაფილო დაჭერით ზოლებად, დაჭერით ხახვი, კარტოფილი. გადაიტანეთ სუფში და ხარშეთ10 წუთი.
  4. ჩაამატეთ ბროკოლი, დაამატეთ პილპილი, მარილი, ხარშეთ 5 წუთი.
ქათმის სუფი ბროკოლით

  • 200 გ ბროკოლი
  • 2 ქათმის მკერდი
  • 1 სტაფილო
  • 2 პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  1. ხორცს დაასხით 2 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ. ქათამი დაჭერით.
  2. დაჭერით სტაფილო, ხახვი. შეწვით.
  3. კვლავ წამოადუღეთ ბულიობი, დაამატეთ ბოსტნეული, ხარშეთ 5 წუთი. ჩაამატეთ ბროკოლი, ხარშეთ 5 წუთი.
  4. დამდუღრეთ პომიდორი, გაფცქვენით, დაჭერით. ჩაამატეთ ბულიონს. ჩაამატეთ სანელებლები და ხარშეთ 5 წუთი.

თუ მოგეწონათ რეცეპტები, გაუზიარეთ მეგობრებს ისინი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: