2.2K
მაყალზე ყველას მწვადი ახსენდება, თუმცა არანაკლებ გემრიელი თევზიც არსებობს. შესზავებული სკუმბრია ნებისმიერი სუფრის მშვენებაა. შეგიძლიათ შამფურზე, ბადეზე, ფოლგაში მოამზადოთ. ყოველთვის უგემრიელესია. ის იმდენად ნაზი გამოდის, რომ დაღეჭვაც არ უნდა.
ინგრედიენტები
- 3 სკუმბრია
- 4 კბილი ნიორი
- 1 ლიმონი
- მარილი
- შავი პილპილი
- მუსკატის კაკალი
- მწვანილი
მომზადება
- გაასუფთავეთ თევზი, მოაჭერით თავი, კუდი. გარეცხეთ.
- თევზის შიდა ნაწილს წაუსვით ლიმონის ცედრა, სანელებლები, დაჭყლეტილი ნიორი. გაანაწილეთ სპეციები თევზის შიგნით და გარეთ. მოასხით ლიმონის წვენი.
- სკუმბრია დატოვეთ ასე 20 წუთი.
- გაუკეთეთ თევზს ნაჭდევები. მათში ლიმნის ნაჭრები და მწვანილი მოათავსეთ. თუ ბადეზე შეწვას აპირებთ, ლიმონი და მწვანილი შიგთავსში ჩააწყეთ.
- გამოაცხეთ შამფურზე, კარგად გახურებულ მაყალზე. შეწვით ქერქის დაბრაწვამდე.
თევზი მიიტანეთ სუფრაზე. დაამატეთ მაყალზე შემწვარი ბოსტნეული და საყვარელი სოუსი. გარნირის სახით გამომცხვარი კარტოფილის გამოყენებაც შეიძლება.
გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!