წლების მანძილზე მხედველობა სიმახვილეს კარგავს. ამას ხელს უწყობს ცუდი ეკოლოგიური პირობები, თამბაქო, მავნე გარემო. სინგაპურელი მეცნიერების პროგნოზით, 2050 წლისთვის, ყოველი მეორე ადამიანი ახლომხედველი იქნება.
თუმცა მხედველობის აღდგენა შეიძლება. თვალისთვის მოქმედი სამკურნალო საშუალება გამოიგონა დიდმა ოდესელმა ოფთალმოლოგმა ვლადიმირ ფილატოვმა. გასულ საუკუნეში მისი რეცეპტი ყველამ იცოდა, დღეს გთავაზობთ მას თქვენც!
მხედველობის გასაუმჯობესებელი სასმელი
თქვენ დაგჭირდებათ
- 300 გ თაფლი
- 500 გ დაფქული ბერძნული ნიგოზი
- 100 მლ ალოეს წვენი
- 3 ლიმონის ახალგამოწურული წვენი
1. აიღეთ ალოეს ფოთლები, არნაკლებ 2-3 წლის. გამოიყენეთ ქვედა ან შუა ფოთლები, კენწეროს არ შეეხოთ.
2. გარეცხეთ ის თბილი წყლით, გააშრეთ, შეახვიეთ პერგამენტში, დადეთ თეფშზე და შეინახეთ მაცივარში 8-10 დღე.
ფილატოვი ამას ასე ხსნიდა: სიცივესა და სიბნელეში მცენარის ქსოვილებში ბიოგენური სტიმულატორები გროვდება – ნივთიერებები, რომლებიც ააქტიურებს უჯრედების მუშაობას.
3. შემდეგ კვლავ გარეცხეთ ალოე, მოაჭერით კბილანები და წვრილად დაჭერით, გახეხეთ ან ათქვიფეთ ბლენდერში. გამოწურეთ წვენი მარლის დახმარებით.
4. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ ერთგვაროვან მასამდე. მიიღეთ დღეში 3ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 ჩ.კ. ნარევი შუშუს ქილით მაცივარში შეინახეთ.
მნიშვნელოვანია: მიღების მაქსიმალური პერიოდია 1-1,5 კვირა. კურსი გაიმეორეთ 1-2 თვის შემდეგ. ბოროტად არ გამოიყენოთ წამალი, რადგან ის იწვევს კუჭ-ნაწლავის ანთებას.
ვისთვის არ შეიძლება ალოეს გამოყენება
ფილატოვის წამალს უკუჩვენებები აქვს:
- კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებები
- თირკმლის ანთება
- შარდ-სასქესო ორგანოების ანთება
- ჰემოროი
- ორსულობა
- ფილტვის ტუბერკულოზის გამწვავება
თუ არ გაქვთ კომპონენტებზე ალერგია, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ საშუალების გამოყენება.
მოამზადეთ ეს რეალური სამკურნალო საშუალება მხედველობის გასაუმჯობესებლად და რეცეპტი ახლობლებს გაუზიარეთ!