მთავარი კულინარია სალათა ,,მომენტალური”

სალათა ,,მომენტალური”

by Keti

ჩვენს ოჯახს ბევრი მეგობარი ჰყავს და ძირითადად სტუმრები მოულოდნელად გვეწვევიან ხოლმე. კარგია თუ მაცივარში სიცარიელე არ არის და მოიპოვება სუფრაზე მისატანი რაიმე გემრიელობა. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაა.

ასეთ დროს ვამზადებთ მსუბუქ საუზმეს და სალათისთვის სწრაფად ვამზადებ საჭირო პროდუქტებს. ჩემთვის ეს სალათა ნამდვილი მხსნელია. გემრიელი, სწრაფი, უბრალოდ და მარტივად მოსამზადებელი. ერთ-ერთი საუკეთესო რამ კულინარიაში!

ინგრედიენტები

  • 200 გ კრაბის ჩხირები
  • 200 გ დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გ ჩინური კომბოსტო
  • 200 გ მაგარი ყველი
  • 50 გ ორცხობილა (სუხარი)
  • 3 ს.კ. მაიპნეზი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

  1. დაჭერით ჩხირები პატარა ნაჭრებად, მაგარი ყველი კი – კუბებად.
  2. კომბოსტო მსხვილად დაჭერით, ნიორი გაჭყლიტეთ. სიმინდის კონსერვიდან წვენი გადაწურეთ.
  3. ღრმა ჯამში შეურიეთ ყველაფერი, დაამატეთ ორცხობილა და სიმინდი. დაამატეთ მაიონეზი, მარილი, პილპილი და აურიეთ.

სალათა მიიტანეთ სუფრაზე ორცხობილებით, ახალი მწვანილის ტოტებითა და დაჭრილი კრაბის ჩხირებით მორთული. სუხარის ნაცვლად შეგიძლიათ ახალი კიტრი გამოიყენოთ, ასე უფრო მსუბუქი და ნაზი გამოვა. მოამზადეთ სიამოვნებით და აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!