მთავარი კულინარია ტორტი ,,სადღესასწაულო” – ქათმის ნიგვზითა და ყველით

ტორტი ,,სადღესასწაულო” – ქათმის ნიგვზითა და ყველით

by Keti

ჩემი სურვილია კერძების მრავალფეროვნებით ჩემი ახლობლები გავაკვირვო. ამიტომ სულ ახალ რეცეპტებს ვეძებ – ორიგინალურს და გემრიელს. ჩემი ოჯახის ფავორიტი გახდა ტორტი ,,სადღესასწაულო”. მოამზადეთ ერთხელ და მის რეგულარულ გაკეთებას დაიწყებთ.

ინგრედიენტები
  • 400 გ ქათმის ღვიძლი
  • 50 გ კარაქი
  • 5 ს.კ. არაჟანი
  • 250 გ რბილი ყველი
  • 1 სტაფილო
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 80 გ ბრინჯი
  • 4 კვერცხი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • მწიკვი სოდა
  • მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი – გემოვნებით
მომზადება

1. ბრინჯს დაასხით ცივი წყალი, მოხარშეთ 10 წუთი. დაამატეთ ღვიძლი, ხარშეთ კვლავ 5-7 წუთი.

2. ბრინჯი და ღვიძლი ამოიღეთ ქაფქირით და გადაიტანეთ ბლენდერში. დაამატეთ 1 ჩამჩა ნახარში, ჩაყარეთ მარილი, კარაქი, მუსკატის კაკალი. ათქვიფეთ. გააციეთ.

3. ომლეტის ფირფიტის მოსამზადებლად შეურიეთ კვერცხი, 4 ს.კ. არაჟანი, მარილი, სოდა, ფქვილი. ათქვიფეთ. ზეთიან ტაფაში შეწვით 3 კვერცხიანი ბლინი. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

4. ხახვი დაჭერით, სტაფილო გახეხეთ და ზეთში მოშუშეთ. ბოსტნეულს რბილი ყველი, ნიორი და ლიმონის წვენი შეურიეთ. კარგად აურიეთ.

5. ააწყეთ ტორტი. გამოიყენეთ მრგვალი ფორმა. ფუძედ გამოიყენეთ ომლეტის ფირფიტა. წაუსვით ყველიანი ნარევის მესამედი, ზემოდან ღვიძლიანი მასა დაადეთ. ასე გაიმეორეთ 3ჯერ. კერძს საკვები ცელოფანი გადააკარით, შედგით მაცივარში მთელი ღამე. გამზადებულ ტორტს ზემოდან არაჟანი წაუსვით, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში ან მწვაე ხახვი.

გაჭრილი ტორტი შესანიშნავად გამოიყურება. გემოთი კი უნაზესი და რბილია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: