მთავარი რჩევები გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახის კანისთვის

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახის კანისთვის

by Keti

შვრია, ბანანი, ნიგოზი, ბრინჯი, ნაღები.. ფაფის რეცეპტს გავს ხომ? ასეცაა. თუმცა ეს კომპონენტები სახის კანზე უნიკალურად მოქმედებს, აახალგაზრდავებს და ალამაზებს.

გთავაზობთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე სახის ნიღბებს. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი სიხშირით შეიძლება. ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია.

გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი სახისთვის

ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. რძე ან ნაღები
  • 1 ჩ.კ. დაფქული ბრინჯი
  • 1 ჩ.კ. დაფქული შვრია
  • 1 ჩ.კ. დაფქული ნიგოზი
  • 1/3 მწიფე ბანანი

მომზადება და გამოყენება

1. ბრინჯი, შვრია და ნიგოზი ყავის საფქვავში დაფქვით, გაცერით.

2. ბანანი ჩაჭყლიტეთ ჩანგლით, დაამატეთ რძე ან ნაღები.

3. დაფქული ბრინჯი, შვრია და ნიგოზი დაამატეთ ბანანის მასას. თუ თხელი იქნება, შვრიის ფაფა დაამატეთ.

4. კანი სკრაბით გაისუფთავეთ, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. სახეზე დაიდეთ ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი 5 წუთით, ფორების გასახსნელად.

5. წაისვით ნიღაბი სახეზე 15-20 წუთით. როცა შეშრება და კანი დაგეჭიმებათ, თბილი წყლით დაიბანეთ.

6. დაამთავრეთ პროცედურა სახის კრემის წასმით.

ამ რეცეპტით მომზადებული ნიღაბი დღეგამოშვებით გამოიყენეთ. მშრალი პროდუქტები წინასწარ მოამზადეთ, ბანანი კი წასმამდე დაამატეთ.

ასეთი ნიღაბი არ ცურავს, არ იყრება სახიდან. ამიტომ თან საქმის კეთებაც შეგიძლიათ.

ნიგვზის ზეთი ნელა აღწევს კანში და ამაგრებს სისხლძარღვებს. ბრინჯი ასუფთავებს კანს, ავიწროებს ფორებს, მის ანტიოქსიდანტებს ტოქსინები გამოაქვს. ნაღების ბიოაქტიური ნივთიერებები ზრდის კანის უჯრედების სიმტკიცეს. შვრია აღიავებს კანს და აგლუვებს მას.

ხანგრძლივი და რეგულარული გამოყენებით კანი ხდება გლუვი, აბრეშუმისებური და ნაზი. კოსმეტოლოგები დაჟინებით გვირჩევენ ასეთი ნიღბების გამოყენებას 50 წლის შემდეგ.

შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: