მთავარი გასართობი 12 ფილმი მათთვის, ვინც სულით ახალგაზრდაა !

12 ფილმი მათთვის, ვინც სულით ახალგაზრდაა !

by guramus

ოდესღაც თითოეული ჩვენგანი მოზარდი იყო. ჩვენ ვიტანჯებოდით ცალმხრივი სიყვარულით – ან არ ვიტანჯებოდით :) გავრბოდით გაკვეთილებიდან და ვეჭორავებოდით მეგობრებს. ცხოვრებას გაფართოებული თვალებით ვუყურებდით და გვჯეროდა, რომ მომავალში რაღაც დიდებული მოხდებოდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში რომანტიკას ფერი ეცვლება და ვივიწყებთ, რომ ოდესაღაც ბავშვები ვიყავით დიდი ოცნებებით. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც თუნდაც რამდენიმე საათით დაგაბრუნებთ უკან წარსულში – იქ, სადაც ყველაფერი ვარდისფერ ფერებშია. გაიხსენებთ თუ როგორი მაგარია იყო ახალგაზრდა !

1. მომნუსხველი წამი – The Spectacular Now

ეს არის ისტორია ტიპიურ ამერიკელ ბიჭზე, რომელიც სკოლაში ყველაზე სიმპათიურად ითვლება და არ ტოვებს არც ერთ წვეულებას. ყველასთვის მოულოდნელად, მას – სკოლაში ყველაზე მიმზიდველ ბიჭს შეუყვარდება გოგონა, რომელიც არავის მოსწონს და დაცინვის ობიექტადაა ქცეული.

2. საშინაო დავალება – The Art of Getting By

ჯორჯი მარტოსული მოზარდია, რომელსაც არასდროს არ ესმოდა სკოლაში სწავლის აზრი. იგი უმეგობრდება სალის, პოპულარულ რთული ბუნების გოგოს და მასში მონათესავე სულს პოულობს.

3. პირველად – The First Time

ეს არის რომანტიკული კომედია, კოლეჯში პირველ კვირაზე და ახალი სტუდენტის პირველ სიყვარულზე.მომხიბვლელი დეივი უიმედოდ და უპერსპექტივოდაა შეყვარებული სკოლის ნომერ პირველ ლამაზმან ობრიზე, რომელიც თვითკმაყოფილ მაჩოს ხვდება. მართალია ეს უკანასკნელი ობრის არ შეეფერება, თუმცა, გოგონამ გადაწყვიტა ქალიშვილობა მასთან დაკარგოს. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა დეივის და ობრის ცხოვრება, რომ არა მათი მოულოდნელი შეხვდერა წვეულებაზე. ისინი მეგობრები ხდებიან, მეგობრები, რომელსაც შეგიძლია მხარზე თავი დაადო, იტირო, უიღბლო სიყვარულზე დაიჩივლო. თუმცა, მოგვიანებით მათი მეგობრობა უფრო მომაჯადოვებელ და საინტერესო ეტაპზე გადადის…

4. მსუბუქი ყოფაქცევის ფრიადოსანი – Easy A

ფილმის მთავარი გმირია გოგონა ოლივი, რომელსაც ყველა დასცინის გავრცელებული ჭორების გამო, რაც მის დაკარგულ უმანკოებას ეხება. მაგრამ ის ოსტატურად გადააქცევს ამ ჭორებს პოპულარობის მოპოვების იარაღად.

5. სიყვარულში დარჩენილი – Stuck In Love

ფილმის სიუჟეტი კონცენტრირებულია ცნობილი მწერალი ბილ ბორჯესის რთულ ურთიერთობებზე, მისი ყოფილი მეუღლის და მათი შვილების — სტუდენტი-ქალიშვილი სამანტა და მოზარდი ვაჟის ცხოვრებაზე.

6. გამარჯობა ჯული – Flipped

ჯული ბეიკერს პირველი დანახვისთანავე უყვარდება ბრაის ლოსკი. ბრაისს კი პირიქით – ანტიპატია უჩნდება ჯულის მიმართ. მაგრამ მერვე კლასის შემდეგ ყველაფერი იცვლება – ჯული ბრაისის მიმართ ინტერესს კარგავს, ბრაისი კი ჯულიში რაღაც საინტერესოს აღმოაჩენს.

7. გზა, გზა შინისაკენ – The Way, Way Back

ეს არის ფილმი მოზარდზე, რომელიც იპოვნის საკუთარ თავში ძალას შეეწინააღდეგოს სასტიკ მამინაცვალს და აღადგინოს ურთიერთობა დედასთან. გადაწყვეტილების მიღებაში მას შემთხვევით შეძენილი მეგობარი დაეხმარება.

8. ზაფხულის მეფეები – The Kings of Summer

ეს არის ფილმი სამი მოზარდის შესახებ.ჯო, პატრიკი და ექსცენტრული ბიაჯო გადაწყვეტენ სახლიდან გაიქცნენ ტყეში და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყონ. ისინი ქოხს ააშენებენ და თავისუფლად ცხოვრობენ, ასე იწყება მათი დაუვიწყერი ზაფხული.

9. ჩემი ერთადერთი – My One and Only

ფილმი დედაზე, რომელსაც თავისი ორი ვაჟი ავტომობილით უჩვეულო მოგზაურობაში მიჰყავს ნიუ-იორკიდან პიტსბურგში, სენტ-ლუისში და საბოლოოდ ჰოლივუდში, რათა იპოვნოს შესაფერისი მამაკაცი. გლამურული ანნ დევერო აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში მოგზაურობს და მდიდარ საქმროს ეძებს, რომელიც მისი და მისი ორი შვილის მომავალს უზრუნველყოფს.

10. ეს ამბავი ძალიან სახალისოა – It’s Kind of a Funny Story

ეს არის ფილმი დეპრესიული თინეიჯერის შესახებ, რომელიც ცხოვრებას ახლებურად მხოლოდ მაშინ შეხედავს, როდესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება.

11. პატარა მანჰეტენი – Little Manhattan

აუცილებელი არაა იყო ზრდასრული იმისათვის, რომ ვიღაც გიყვარდეს. სიყვარული შესაძლოა 10 წლის ასაკშიც გეწვიოს. პატარა გეიმსი ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელსაც გოგონები გამუდმებით დასცინოდნენ.ერთ დღესაც მას შეუყვარდება თანაკლასელი გოგონა როზმარი. მისი ცხოვრება სრულიად იცვლება. ვეღარ იძინებს, აღარც ჭამა შეუძლია. ეს არის ძალიან პოზიტიური ფილმი პირველი სიყვარულის შესახებ.

12. ჯუნო – Juno

ახალგაზრდა გოგონა, სახელად ჯუნო, აღმოაჩენს რომ ორსულადაა და ცდილობს პრობლემას თავად გაუმკლავდეს. ის მალე სწავლობს თუ როგორია იყო მოზრდილი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: