მთავარი კულინარია რეცეპტი: ხაჭოს ნამცხვარი

რეცეპტი: ხაჭოს ნამცხვარი

by Keti

ყოველი დიასახლისი ყოფილა მოულოდნელი სტუმრების შემსწრე. ყავისა და ჩაის შეთავაზებასთან ერთად ჩნდება კითხვა – რა უნდა მივაყოლოთ ამ ცხელ სასმელს? ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს სწრაფი ხაჭოს ნამცხვრის სახით.

ხაჭოს ნამცხვარი კარგია ნებისმიერ დროს, მოსამზადებლად მარტივია და გამოდის ნაზი და ჰაეროვანი.

ინგრედიენტები
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • 4 კვერცხი
  • 400 გ ხაჭო
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 0,25 ჩ.კ. მარილი
  • ნიგოზი, ქიშმიში, ცუკატები
მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შაქარი სულ უნდა გადნეს.

2. დაამატეთ არაჟანი, ხაჭო და გამდნარი კარაქი. ასევე სოდა, მარილი.

3. აურიეთ კარგად, შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით.

4. დაამატეთ გაცრილი ფქვილი, აურიეთ. სურვილის მიხედვით ცუკატები, ქიშმიში ან ნიგოზი დაამატეთ.

5. ჩაასხით ხომი პერგამენტიან ფორმაში, შედგით ღუმელში 180 გრადუსზე, 30 წუთით.

6. გამოცხობის შემდეგ გააციეთ ფორმაში, შემდეგ ჩაის ტილოზე დადეთ.

სუფრაზე მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. მოამზადეთ გემრიელი ჩაი და დატკბით ხაჭოს ნამცხვრის ნაზი გემოთი. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!