მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ თევზი სწორად? 15 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა

როგორ მოვამზადოთ თევზი სწორად? 15 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა

by Keti

თევზი შეიცავს სასარგებლო ცხიმოვან მჟავებსა და ცილებს, რომლებიც მეტაბოლიზმის სწორი მუშაობისთვის აუცილებელია. ასევე ეს პროდუქტი კარგ საგემოვნო თვისებებსაც ფლობს. კვების სპეციალისტები გვირჩევენ, რომ აუცილებლად ჩავრთოთ თევზი რაციონში.

მისი მომზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, თუმცა არის გასათვალისწინებელი ნიუანსები, რათა კერძი გემრიელი და სასარგებლო გამოვიდეს.

რჩევები თევზის მომზადებაზე

1. ზღვის თევზის უსიამოვნო სუნის მოშორება წვნიანში, დაფნის ფოთოლს შეუძლია.

2. თევზის სუფები დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. ხანგრძლივი და ძლიერი დუღილი მის გემოს გააუარესებს.

3. ღუმელი კარგად გაახურეთ თევზის გამოცხობამდე.

4. მზაობის შესამოწმებლად სცადეთ რბილობის ჩანგლით გამოყოფა ძირითადი ძვლისგან. თუ ადვილად გაცალკევდა, ცეცხლიდან გადმოდგით.

5. გაყინული თევზი ხარშვისას ჩადეთ მხოლოდ ცივ წყალში.

6. შესაწვავად შეარჩიეთ ცხიმიანი სახეობები (კამბალა, ორაგული, პალტუსი), სუფებისა და ნახარშისათვის კი – მშრალი თევზები (თინუსი, სტავრიდა, ფარგა).

7. თევზი ტაფას არ მიეკრობა, თუ მას შეწვავთ ზეთში, რომელსაც მწიკვ მარილს დაამატებთ.

8. შესაწვავად მცენარეული ზეთი და კარაქის ნარევი გამოიყენეთ. ეს თევზს ლამაზ ოქროსფერს მისცემს.

9. სანამ შეწვას დაიწყებთ, ზურგზე გაუკეთეთ განაჭერები.

10. ეცადეთ თევზი გამოიღოთ ღუმელიდან ან გადმოდგათ ცეცხლიდან საბოლოო მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე. დააფარეთ კერძს სახურავი ან ფოლგა. თევზი თავად მივა საჭირო კონდიციამდე.

11. თუ ქაშაყი მლაშეა, ჩაალბეთ მაგარ ჩაის ნაყენში. შემდეგ თევზი გემრიელი და ნაზი გახდება.

12. მომზადებამდე თევზი ჩადეთ მარილწყალში 2 წუთით. ასე ის მთლიანად დამარილდება.

13. თუ თევზს მოხარშავთ ან შეწვავთ რძეში, ის ძალიან ნაზი გამოვა და სუნი, პრაქტიკულად, არ ექნება.

14. წითელი თევზი წვნიანი რომ გამოვიდეს, დაასხით ლიმონის ან ლაიმის წვენი, მომზადებამდე 10-15 წუთით ადრე.

15. თევზს თუ ფოლგაში აცხობთ, გამოიყენეთ ბევრი მარილი. სჯობს, მსხვილი მარილი აარჩიოთ.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს თევზის მოყვარულ მეგობრებს!