მთავარი კულინარია რეცეპტი: ქათმის ჩიხირთმა

რეცეპტი: ქათმის ჩიხირთმა

by Keti

ჩიხირთმა ქართული ეროვნული წვნიანია, რომელიც ძირითადად ქათმის ბულიონისგან მზადდება. მისი მომზადების სხვადასხვა ხერხი არსებობს. უმრავლეს შემთხვევაში ჩიხირთმას ასქელებენ ფქვილით და კვერცხით.

გთავაზობთ ჩიხირთმის მომზადების გავრცელებულ ვარიანტს. მისი მირთმევის შემდეგ სხვა წვნიანი არც კი მოგინდებათ.

ინგრედიენტები
  • 1 ცალი ქათამი
  • 250 გრამი ხახვი
  • 100 გრ ერბო
  • 5 კვერცხის გული
  • 50 მლ ღვინის ძმარი
  • დაფნის ფოთოლი
  • ქინძი. მარილი, პილპილი (მარცვლები) გემოვნებით
მომზადება
  1. მოხარშეთ ქათამი. ხარშვის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე დაამატეთ დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები.
  2. ამოიღეთ ქათამი და დაჭერით.
  3. დაჭერით ხახვი წვრილად, მოშუშეთ ერბოში და ჩაამატეთ ბულიონში, ხარშეთ 5-10 წუთი.
  4. ათქვიფეთ კვერცხის გულები ძმართან ერთად. ჩაასხით ეს მასა ბულიონში წვრილი ნაკადის სახით, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას.
  5. ქათმის ნაჭრები ჩაუშვით ბულიონში, მიიყვანეთ ადუღებამდე, მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და მიიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ კომენტარებში ჩიხირთმის მომზადების თქვენი ვარიანტები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: