მთავარი გასართობი თქვენს მიერ არჩეული ფერადი თვალი თქვენს ნამდვილ პერსონალობას ასახავს

თქვენს მიერ არჩეული ფერადი თვალი თქვენს ნამდვილ პერსონალობას ასახავს

by Keti

ჩვენ თქვენთვის 2 საინტერესო ტესტი გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ გაგაცნობთ თქვენს პიროვნებას.

ძვირფასეულობის ტესტი

ადამიანებს დიდხანს სჯეროდათ, რომ ქვებში ძალა იყო. ისინი დედამიწის სიღრმეებში ინახება, რაც მათ ბუნებასთან აკავშირებს. ალბათ, ამიტომაც სწამდათ, რომ ქვებს სურვილების ასრულება შეეძლოთ. სცადეთ ჩვენი ტესტის გაკეთება და აღმოაჩინეთ ახალი სამყარო.

დააკვირდით და აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ლამაზი ქვა:

მარგალიტი. თუ მარგალიტს აირჩევთ, გამოდიხართ კეთილშობილი და სპირიტუალური ადამიანი, ამაყი და თან გულჩვილიც.

ლალი. ხართ ვნებიანი, ინტენსიური, აქტიური, მეამბოხე ადამიანი.

ბრილიანტი. ძლიერი, მიზნდასახული და ამატი.

ლურჯი ტოპაზი. მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი. აფასებთ სიმშვიდეს და განმარტოებას.

პერიდოტი. ამ ქვას ირჩევენ სიცოცხლით სავსე, ენერგიული და ცნობისმოყვარე ადამიანები.

აკვამარინი. გიყვართ თავგადასავლები, გაქვთ ახალგაზრდული ენერგია, სიმამაცე, ვნება და ცეცხლი.

ტანზანიტი. ეს ქვა მგრძნობიარე და ძლიერი ინსტიქტების მქონე ადამიანებისთვისაა.

ვარდისფერი ტურმალინი. ხართ ნაზი, სენსიტიური, შემბრალებელი.

ამეთვისტო. თქვენ ხართ ინტელექტუალი, ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე.

კარგად ჩაიარა ტესტმა?

თუკი ბოლომდე ვერ დაკმაყოფილდით, გთავაზობთ კიდევ ერთს.

ხის ტესტი

ეს ტესტი ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა – პიპ ვილსონმა შექმნა. ეს დაწყებითი კლასის ბავშვებისთვისაა შექმნილი, თუმცა ზრდასრულებსაც კარგად ერგება. ტესტი გვეხმარება ჩვენი პიროვნულობის ყველა ასპექტის მიმოხილვაში.

პირველად, იპოვეთ თქვენთვის შესაბამისი პოზიცია, შემდეგ კი ის, რომელიც გინდათ, რომ შეგეფერებოდეთ.

ტესტის შედეგების ინტერპრეტაცია

თუ აირჩიეთ 1,3,6,7 ფიგურა, ესე იგი, გაბედული ადამიანი ხართ, არ გეშინიათ ბარიერებისა და სირთულეების.

თუ შეგესაბამებათ 2,11,12,18, ან 19, კეთილგანწყობილი ადამიანი ხართ, რომელიც სულ იქ არის, სადაც სჭირდებათ.

ფიგურა 4 აღწერს მტკიცე ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი წინაღობის მიუხედავად წარმატებას აღწევენ.

ნომერი 5 ნიშნავს, რომ ხშირად იღლებით და სუსტად გრძნობთ თავს, ცხოვრებისთვის ცოტა ენერგია გაქვთ.

9 ფიგურა ნიშნავს, რომ საყვარელი, მხიარული ადამიანი ხართ.

13 და 21 ნომრები ნიშნავს, რომ ხშირად იკეტებით საკუთარ თავში, შფოთავთ და გაღელვებთ წვრილმანები.

8 ფიგურა ასახავს მეოცნებეობას – თითქოს საკუთარ შექმნის სამყაროში ცხოვრობთ.

10 და 5 აღწერს თქვენს ადაპტირებად ხასიათს ცხოვრებასთან.

ფიგურა 14 ამბობს, რომ ხართ ემოციურად დაქანცული, შესაძლოა ემოციური კრიზისიც გქონდეთ.

ფიგურა 20 არის ამაღლებული განწყობის, მაღალი თვითშეფასების ადამიანებისთვის. თქვენ ლიდერად ხართ დაბადებული.

თუ აირჩიეთ 16, ესე იგი, სხვისი მხარდაჭერით დაიღალეთ. თუ სასურველი ფიგურა 17-ია, ესე იგი, მხარდაჭერას თავად საჭიროებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: