4.8K
ჩისქეიქი შესანიშნავი დესერტია, მას გამოცხობა არ სჭირდება, არც ბევრი შრომა. თან შეგიძლიათ ბევრი გემოს მქონე გააკეთოთ, ატმის, შოკოლადის, მარწყვის…
დღეს ალუბლის ჩისქეიქის რეცეპტს გთავაზობთ. ფუძედ ავიღოთ ფხვიერი ორცხობილა. ყველაფერი მარტივია, შედეგი კი – საოცარი.
ინგრედიენტები
- 300 გ ორცხობილა
- 500 გ ხაჭო
- 6 ს.კ. შაქარი
- 2 ს.კ. მდნარი კარაქი
- 400 გ ნაღები
- 16 გ ვანილის შაქარი
- 15 გ ჟელატინი
- 90 გ ალუბლის ჟელე
- 80 გ ალუბალი
მომზადება
- დააქუცმაცეთ ნებისმიერი ფხვიერი ორცხობილა, შეურიეთ კარაქი, ვანილი და 2 ს.კ. შაქარი.
- ჩადეთ ნარევი 25 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში, რომელსაც ნაპირები ეხსნება. კოვზით გაასწორეთ.
- ჟელატინი გახსენით ცივ წყალში, დააცადეთ გაფუება. ბლენდერში ჩადეთ ხაჭო, დაამატეთ ვანილი და 4 ს.კ. შაქარი. აქციეთ კრემად, თანდათან დაამატეთ ჟელატინი და ათქვეფილი ნაღები.
4. მზა კრემი ორცხობილიან ფორმაში გადაასხით, მორთეთ 1 მუჭა ალუბლით.
5. გახსენით ალუბლის ჟელე ინსტრუქციის მიხედვით (პაკეტზე მითითებული), გააციეთ ოდნავ და დაასხით ხაჭოს ფენას.
6. შედგით მაცივარში მთელი ღამე ან 4-5 საათი. გამოიღეთ ფორმიდან და მიირთვით.
ეს ნუგბარი ადვილი მოსამზადებელია და თან გამოიყურება სადღესასწაულოდ. მოგეწონათ რეცეპტი? მოუყევით მეგობრებს, თქვენ კი გემრიელად მიირთვით!