მთავარი ჯანმრთელობა 10 ცხიმისმწველი ვარჯიში, რომლებიც სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ

10 ცხიმისმწველი ვარჯიში, რომლებიც სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ

by Keti

ვარჯიში ხშირად გვაშინებს, განსაკუთრებით, თუკი მას დროის გამოყოფა სჭირდება, თუმცა შეიძლება ფიზიკური დატვირთვაც კი მხიარულ საქმედ ვაქციოთ.

გთავაზობთ რამდენიმე მოძრაობას, რომლებიც ცხიმს წვავს და თან თქვენს ენერგიულობასაც უწყობს ხელს.

  1. წინ გადახრა

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე, გაჭიმეთ მუხლებში. შემდეგ ხელები ნელა დაუშვით ტერფებისკენ. გაჩერდით ასე 4 სუნთქვითი აქტივობის განმავლობაში. გაიმეორეთ სამჯერ.

  1. წოლა

დაწექით ზურგზე და გაშალეთ მკლავები. მუხლში მოხრილი ფეხი და თავი გადააბრუნეთ საპირისპირო მიმართულებით, ფეხის თითით შეეხეთ იატაკს. გააკეთეთ მეორე მხარესაც.

  1. ნავის პოზა

დასხედით და მოხარეთ ფეხები მუხლებში, შემდეგ ნელა გაშალეთ და ხელებიც წინ გასწიეთ, როგორც ფოტოზეა. დააბალანსეთ სხეული და ისუნთქეთ ნელა. 5 სუნთქვითი ციკლის მანძილზე გაჩერდით ასე.

  1. სკამის პოზა

გაშალეთ ფეხები მდგომარე პოზაში, ამოისუნთქეთ და ასწიეთ ხელები თავს ზემოთ. მოხარეთ ფეხები, თითქოს სკამზე ზიხართ, ხელებიც ჩამოუშვით, როგორც ფოტოზეა ასახული, გადაიხარეთ  ცალ მხარეს, დაჭიმეთ წელი. გაჩერდით ასე 5 სუნთქვითი ციკლის მანძილზე.

  1. გვერდულად გადახრა

დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე. გადაიხარეთ მკვეთრად მარჯვნივ, ისუნთქეთ ნელა და ღრმად 5 ციკლის მანძილზე, შემდეგ მხარე შეცვალეთ.

  1. კატა და ძროხა

დადეთ მუხლები და ხელები იატაკზე, შეისუნთქეთ და მოხარეთ ზურგი ამ პოზაში. შემდეგ გაასწორეთ. გააკეთეთ ეს 4ჯერ.

  1. მუცლის ვარჯიში

დასხედით იატაკზე და გაშალეთ ფეხები, შემდეგ მარცხენა ფეხი მოხარეთ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ და გადაიწიეთ მარცხნივ, მარცხენა ფეხი კი დატოვეთ ჰაერშ. ეცადეთ ხელის იდაყვით შეეხოთ ფეხის მუხლს. შეცვალეთ 5 გამეორების შემდეგ მხარე.

  1. ხიდი

დაწექით ზურგით იატაკზე, მოხარეთ ფეხები, აწიეთ დუნდულები მაღლა. რამდენი ასე 1 წუთი, ისუნთქეთ ნელა. შემდეგ დაუშვით საჯდომი იატაკზე. გაიმეორეთ 5ჯერ.

  1. კობრა

დაწექით მუცელზე, აწიეთ ფეხები ზემოთ, შეეხეთ შუბლით იატაკს, ამოისუნთქეთ და მკერდი ზემოთ ასწიეთ. დაეყრდენით ხელებს, ჭერში იყურეთ, ეცადეთ კარგად მოიხაროთ. გაჩერდით 30 წამით, გაიმეორეთ 5ჯერ.

  1. ძაღლის პოზა

დაეყრდენით ხელებით იატაკს, ასწიეთ მკერდი, ცალი ფეხი იატაკს მიაბჯინეთ, მეორე კი გაჭიმეთ ზემოთ. დადეთ ფეხი და ისევ ასწიეთ. გაჩერდით რამდენი ხანიც შეძლებთ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი.

ბონუსი: ვარჯიშის ნელი გაკეთება ცხიმებს წვავს

როცა ვცდილობთ წონაში დაკლებას, უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი სხეული. ინტენსიური ვარჯიშის დროს სხეული ენერგიას კარბონებისგან იღებს, ნელი ვარჯიშების დროს კი, როგორც წესი, ცხიმებისგან. ასე რომ, ეს უკანასკნელი უფროა შედეგზე ორიენტირებული.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: