მთავარი ჯანმრთელობა ფასტფუდის ჭამა ბავშვებისთვის არ შეიძლება: აი მიზეზები, რატომ არის მავნებელი.

ფასტფუდის ჭამა ბავშვებისთვის არ შეიძლება: აი მიზეზები, რატომ არის მავნებელი.

by Keti

რამდენიც არ უნდა ვუხსნათ ბავშვებს ფასტფუდის მავნებლობაზე და ვარწმუნოთ, რომ სასარგებლო სალათები მიიღონ, ფრისა და ჰამბურგერის სუნის გაგებაზე ყველაფერი წყალში იყრება. ზოგჯერ, შეიძლება მათი განებივრება მავნე გემრიელობით, თუმცა შეიძლება ადგილი ჰქონდეს სერიოზულ მიჯაჭვულობას ფასტფუდთან.

ამ პრობლემაზე დიდხანს მუშაობდნენ ამერიკელი ფსიქოლოგები, მათ შეიმუშავეს მავნე მუშაობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი.

როგორ გავთავისუფლდეთ ფასტფუდზე მიჯაჭვულობისგან

ათწლეულების მანძილზე მარკეტოლოგებს გამოუვიდათ ადამიანებში დადებითი განწყობის გამომუშავება არაჯანსაღი საკვების მიმართ. ბურგერების დანახვაც კი მაშინვე იწვევს დროის სასიამოვნო გატარების მოლოდინს.

ამ სასიამოვნო ასოციაციების დასარღვევად ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს სიმართლე ილაპარაკონ მარკეტოლოგების ხრიკების შესახებ. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი ტეხასელ მერვეკლასელებზე.

ბავშვები 2 ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს მისცეს ტრადიციული მასალები ჯანსაღი კვების შესახებ, მეორე ჯგუფს კი – დეტალური განხილვა იმისა, რომ მარკეტინგული კომპანიები როგორ მანიპულირებენ ადამიანის ცნობიერებით, მოგების მიღების მიზნით. ხაზგასმული იყო ასევე, რომ ფასტფუდის რეკლამა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზეა გათვლილი: ბავშვებზე და ფინანსური პრობლემების მქონე ოჯახებზე.

მოსწავლეებს მისცეს დავალება, რომ მიღებული ცოდნა გამოეყენებინათ რეალურ ცხოვრებაში და მოეფიქრებინათ საკუთარი რეკლამა იმ სახით, რომ ცრუ ფაქტები სიმართლედ წარმოეჩინათ.

ექსპერიმენტმა კარგი ნაყოფი გამოიღო – მეორე ჯგუფის მოსწავლეთა 31%მა უარი თქვა ფასტფუდზე. მიღებულმა ცნობამ ბიჭებზე უფრო მეტად იმოქმედა. ფსიქოლოგების თქმით, ეს მეთოდი იმუშავებს, თუ ბავშვების მეხსიერებაში ინფორმაციას თვეში 3ჯერ განვაახლებთ.

შესაძლებელია მისი სინჯვა, რათა უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე და შევიძინოთ საოცნებო ფიგურა. როგორ ფიქრობთ, იმუშავებს?

გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!