მთავარი ჯანმრთელობა როგორ ვაქციოთ სწორი კვება ცხოვრებისეულ ჩვევად?

როგორ ვაქციოთ სწორი კვება ცხოვრებისეულ ჩვევად?

by Keti

ჩვენი სტატია ეკუთვნის ქალებს, რომლებსაც დრო თითქმის არ აქვთ, მაგრამ სურთ ფორმაში ყოფნა. ჩვენ მათთვის კვების მარტივი სისტემა და რამდენიმე რჩევა მოვამზადეთ.

როგორ გავხდეთ სწრაფად

პასუხი დაუჯერებლად მარტივია. გახდომა შეიძლება მაშინ, თუ ამ საკითხს კომპლექსურად უდგები. სწორი კვება და ცხოვრების აქტიური წესი ნებისმიერ ფიგურას გარდაქმნის.

რომელი დიეტით გავხდეთ სწრაფად? სწორი პასუხია, არც ერთით. დიეტა დროებითი მოვლენაა. როცა დაამთავრებთ, კვლავ აკრეფთ წონას. ამიტომ ყველაზე სწორია გადახვიდეთ მუდმივ სწორ კვებაზე.

სწორი კვების მენიუ

ორშაბათი

1. საუზმე

დაღერღილი ხორბლის პური ყველით, მოხარშული კვერცხი, მწვანე ჩაი.

2. სადილი

ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული (კარტოფილის გარდა), მოშუშული ქათამი სოკოთი, კომპოტი.

3. ვახშამი

ხაჭო თაფლითა და არაჟნით, ჩაი.

4. ხემსი

ვაშლი, კეფირი.

სამშაბათი

1. საუზმე

უცხიმო ომლეტი ორთქლზე, მწვანილი, პომიდორი, ჩაი.

2. სადილი

სოკოს სუფ-პიურე, მოხარშული ქათამი, სტაფილო არაჟნით.

3. ვახშამი

კენკრის ჟელე, ბრინჯის პური ყველით.

4. ხემსი

ბანანი, მაწონი

ოთხშაბათი

1. საუზმე

ხაჭო ბანანით, არაჟნით, მწვანე ჩაი

2. სადილი

ყვავილოვანი ორთქლზე, გამომცხვარი კარტოფილი, ქათმის კატლეტი ორთქლზე.

3. ვახშამი

მოხარშული ლობიო, უცხიმო თევზი ქურაში, კენკრა.

4. ხემსი

ფორთოხალი, ვაშლი

ხუთშაბათი

1. საუზმე

შვრია თაფლით და ქიშმიშით, ლიმონიანი წყალი.

2. სადილი

სტაფილოს სუფი ლობიოთი, ქათამი ორთქლზე, ჩაი.

3. ვახშამი

კეფირი, ,,ხლებცი” მაგარ ყველთან, მწვანე ჩაი.

4. ხემსი

ხაჭო მწვანილით და არაჟნით.

პარასკევი

1. საუზმე

ტოსტი კვერცხითა და პომიდორით, ლიმონიანი წყალი.

2. სადილი

დაღერღილი ხორბლის მაკარონი ქათმის ხორცით.

3. ვახშამი

კენკრის ჟელე, ,,ხლებცი”.

4. ხემსი

ვაშლი, კეფირი.

შაბათი

1. საუზმე

ბრინჯი, მწვანილი, სოიოს სოუსი, მწვანე ჩაი.

2. სადილი

გამომცხვარი ბოსტნეული, თევზის კოტლეტი, სალათა მწვანილით.

3. ვახშამი

ხაჭო არაჟნით და თაფლით, ჩაი ან ყავა.

4. ხემსი

ლიმონიანი წყალი, ,,ხლებცი”

კვირა

1. საუზმე

შვრია ქიშმიშით და თაფლით, ლიმონიანი წყალი.

2. სადილი

ქათმისა და ყველის ტოსტი, მწვანე ჩაი.

3. ვახშამი

გამომცხვარი კარტოფილი, მწვანილი.

4. ხემსი

მაწონი, არატკბილი ხილი.

ამ დიეტის დაცვის გარდა, გთავაზობთ კიდევ რამდენიმე მარტივ რჩევას.

ლაიფ-ჰაკები კარგი ფიგურისთვის

1. თუ გაქვთ შესაძლებლობა, სამსახურში ფეხით იარეთ. ნაკლებად გამოიყენეთ ლიფტი.

2. გსურს რაიმე გემრიელი მიირთვა? გაუყავი მეგობრებს!

3. უყურებთ საყვარელ შოუს? არ წამოწვეთ დივანზე, დაიკავეთ ჰანტელები.

4. გადაუღეთ საკუთარ თავს ფოტო კვირაში ერთხელ, დააკვირდით შედეგებს.

5. არ ჭამოთ მოწყენილობის გამო, მოიგონეთ სხვა საქმე.

6. იძინეთ მინიმუმ 7 სთ დღე-ღამეში.

7. ატარეთ მჭიდრო ტანსაცმელი, ამ დროს ნაკლებს შეჭამთ.

8. მაცივარში სულ გქონდეთ დაჭრილი ხილი, ბოსტნეული.

9. ისაუზმეთ სახლში.

10. მარილი შეცვალეთ ნივრით, ლიმონის წვენით ან სხვა სანელებლით.

ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ უკეთესი ფიგურის მოპოვებაში.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: