მთავარი ჯანმრთელობა რითია სასარგებლო ოსპი?

რითია სასარგებლო ოსპი?

by Keti

ოსპი პარკოსნების წარმომადგენელია. ის უბრალო ხალხში ძალიან პოპულარული იყო. მისგან ამზადებდნენ წვნიანს, ფაფებს, შიგთავსებს. შემდეგ ცოტა მიივიწყეს და დროა, სუფრას დავუბრუნოთ.

დღეს მოგიყვებით, ოსპის სარგებლობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა მომზადდეს ის.

ოსპის სარგებლობა

ოსპი ბევრ ცილას შეიცავს. განვიხილოთ მისი თვისებები დაწვრილებით.

1. ოსპი მდიდარია ცილითა და უჯრედისით, ვეგეტარიანელები მისით ხორცს ანაცვლებენ.

ის ადვილად შეითვისება ცხიმოვანი კომპონენტების არარსებობის გამო.

2. ოსპში ბევრი ამინომჟავა, მინერალი და ვიტამინია. თითქმის არ შედის რადიონუკლიდებსა და ნიტრატებს. ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

3. ოსპი რეკორდსმენია ფოლიუმის მჟავის შემცველობით. ვიტამინი B9 მავნე ამინომჟავებს სასარგებლოდ გარდაქმნის, აჩქარებს ეტაბოლიზმს.

4. ოსპი უხსნად უჯრადისს შეიცავს, ეს კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ნორმალურ მუშაობაში ეხმარება.

5. ოსპი ავსებს რკინის მარაგს, ამიტომ სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძურებისთვის. წითელი ხორცისგან განსხვავებით, ცხიმებს საერთოდ არ შეიცავს.

6. ოსპში ტრიპტოფანი შედის, ეს ამინომჟავა ორგანიზმში სეროტონინად (სიამოვნების ჰორმონად) გარდაიქმნება.

7. მეცნიერები ურჩევენ ჰიპერტონიკებსა და დიაბეტის მქონეებს ოსპის ხშირ მიღებას.

როგორ მოვამზადოთ ოსპი

ოსპი სასარგებლოცაა და გემრიელიც.

  1. კარგად გაარჩიეთ ოსპი და გარეცხეთ გამდინარე წყლით. შემდგომი მომზადება ფერზეა დამოკიდებული. მწვანე ოსპს ალბობენ 1-2 საათით, ყავისფერს 40-60 წუთით. წითელს და ყვითელს კი საერთოდ არ უნდა ჩალბობა.
  2. ხარშვისას სითხე ოსპზე 2ჯერ მეტი უნდა იყოს.
  3. თავიდან ხარშეთ საშუალო ცეცხლზე, ადუღებისას – დაბალზე. მოხადეთ ქაფი.
  4. მარილი ხარშვის ბოლოს დაამატეთ.
  5. მწვანეს 40 წუთი ხარშავენ, ყავისფერს – 30, წითელს – 10-15 წუთი.
  6. გემოს გამრავალფეროვნება სხვადასხვა სანელებლით, მწვანილითა და ბოსტნეულით შეიძლება. ოსპს უხდება მოშუშილი ხახვი და სტაფილო, პომიდორი, ნიორი, წიწაკა.

თუ აქამდე არ გაგისინჯავთ ოსპი, გამოასწორეთ სიტუაცია.

ოსპი არ შეიცავს ცხიმებს და მასში ბევრი ცილა და ნახშირწყალია. ის პოპულარული ხდება ჯანსაღი ცხოვრების მოსურნეთა შორის. პროდუქტი ჩვენს სიაში შევიდა, რომელიც 10 ყველაზე დაუფასებელ პროდუქტს მოიცავს.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!