მთავარი ჯანმრთელობა როგორ განვკურნოთ კუჭქვეშა ჯირკვალი

როგორ განვკურნოთ კუჭქვეშა ჯირკვალი

by Keti

ფასტფუდით გატაცება, მავნე ჩვევები, გაზიანი სასმელები და ა.შ. ბოლოს იწვევს პანკრეასის დაზიანებას, თავიდან მხოლოდ დისკომფორტია, შემდეგ თუ სტრესი და სხვადასხვა მედიკამენტი დაემატა, მდგომარეობა უარესდება.

პირველი დარღვევა ვლინდება საჭმლის მონელებაში, ზიანდება გული, ღვიძლი. შემდეგ იწყება ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, ძლიერი ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა…

მკურნალობა ხელმისაწვდომი საშუალებებით

1. 2 ბალახის ნაყენი

დაასხით თითო ს.კ. უკვდავას და გვირილას 200 მლ მდუღარე, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ცივი. სვით ნახევარი ჭიქა დღეში 2ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 კვირის მანძილზე.

2. წიწიბურა

ის იმოქმედებს კეფირთან ერთად, თან უნდა გამოიყენოთ ყოველდღე. დაფქვით წიწიბურა, დაასხით 1 ს.კ.-ს 200 მლ კეფირი, დადგით მთელი ღამე და მიირთვით დილით.

3. ოხრახუში რძით

გარეცხეთ 800 გ ოხრახუში, დაჭერით. აადუღეთ რძე. დაასხით ოხრახუშს ისე, რომ დაფაროს. ნარევი აადუღეთ. მიირთვით ყოველ საათში, 2 ს.კ.

4. მაწონი

გაიკეთეთ კომპრესები ღამით. დაასველეთ ქსოვილი მაწვნით, დაიდეთ კუჭის მიდამოში, ცოტა მარცხნივ. დააფარეთ ამ ადგილს საკვები ცელოფანი და შემოიხვიეთ შარფი. გაიმეორეთ ყოველ საღამოს, 4 კვირით.

5. დაფნის ფოთოლი

თერმოსში 10 დაფნის ფოთოლი ჩააწყეთ, დაასხით 0,3 ლ მდუღარე. დააცადეთ 1 დღე-ღამე. სვით 50 გ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

პრობლემის მოგვარება 21 დღეში

თუ კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები ძალიან დასერიოზულდა, საჭიროა, ყოველდღიური ფაფის მიღება ვახშამზე.

ინგრედიენტები

  • 200 გ ფეტვი
  • 2 ლ წყალი
  • 300 გ გოგრა
  • 1 ს.კ. კარაქი

მომზადება

  1. გაავსეთ ქვაბი სუფთა წყლით, აადუღეთ.
  2. გარეცხეთ ფეტვი და ჩაყარეთ მდუღარეში.
  3. ხარშეთ მომზადებამდე.
  4. გახეხეთ გოგრა მსხვილად, დაამატეთ ფაფას და ხარშეთ პიურეს კონდიციამდე.
  5. დაამატეთ კარაქი, ჩაჭყლიტეთ. მზად არის!

შეგიძლიათ მთელი დღე ის მიირთვათ, რაც გსურთ. ვახშამი კი ამ ფაფით შეცვალეთ. მართალია, შედეგს 1 კვირის შემდეგ იგრძნობთ, მაგრამ გირჩევთ, სრული კურსი გაიაროთ (21 დღე).

სანამ პრობლემა დასერიოზულდება, ყურადღება ახლავე მიაქციეთ. გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: