მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ტოპ-5 კერძი ქათმის მკერდისგან?

როგორ მოვამზადოთ ტოპ-5 კერძი ქათმის მკერდისგან?

by Keti

ქათმის მკერდის დიდი პლიუსი არის მისი ხელმისაწვდომობა, მომზადების სიმარტივე და სიჯანსაღე.

ჩვენ გთავაზობთ, შემოწმებულ რეცეპტებს, რომლის მიხედვითაც ფილე გამოდის წვნიანი და ნაზი. მისი გაცნობის შემდეგ მოგინდებათ თითოეული რეცეპტის პრაქტიკული განხორციელება.

ტოპ-5 კერძი ქათმის მკერდისგან

1. ქათმის მკერდის გამოცხობის საუკეთესო მეთოდია: ხორცის ნაჭრები წინასწარ ამოავლეთ ფქვილში, ჩაყურსეთ კვერცხში, შემდეგ კი საფანელში. არ დაგავიწყდეთ პიკანტური ინგრედიენტი – პარმეზანი.

2. ქათმის მკერდის ბევრნაირ სალათარ შორის რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ უდავო ფავორიტია ქათმის ფილესა და ანანასის კლასიკური ერთობლიობა. დაამატეთ სიმინდის კონსერვი, შამპინიონი, ყველი, ხახვი, ნიორი, მაიონეზი. გემრიელი კერძი მზადაა!

3. რას იტყვით, ქათმის ხორცისა და მდოგვის მარცვლების ერთობლიობაზე? ამ სახით გამომცხვარი ფილე ნაღების სოუსთან ერთად, უჩვეულოდ გემრიელი კერძია. სოუსისთვის დაგჭირდებათ რძე, ზეთი, მშრალი ნიორი და სხვა სანელებლები.

4. მოამზადეთ ბადრიჯანი ფილეთი. მორიგეობით ააგეთ შამფურზე ბოსტნეული და ხორცი. შემდეგ გამოაცხეთ ფოლგაში. დაგვეთანხმებით, რომ მწვადის შესანიშნავი ალტერნატივაა.

5. ამ კერძში ქათმის მკერდის გემო ყველაზე უკეთ იხსნება. უბრალოდ დაამარინადეთ ქათმის ფილე სოდაში, შემდეგ – სახამებელში. ამოავლეთ ნაჭრები ფქვილში და შეწვით. წვნიანი ნაგეტსები მზად არის!

რომელია თქვენი ფავორიტი კერძი ქათმის ფილესგან? სიამოვნებით გავეცნობით კომენტარებში. გირჩევთ, შეინახოთ ეს სია და სინჯოთ მოცემული რეცეპტების მომზადება!