მთავარი კულინარია აი როგორ მოვამზადოთ ნამდვილი ადიღეური ყველი სახლის პირობებში.

აი როგორ მოვამზადოთ ნამდვილი ადიღეური ყველი სახლის პირობებში.

by Keti

ყველი ყველანაირი გემრიელია, სახლში მომზადებული კი ეკონომიურიცაა. არ თქვათ უარი  ახალი ნატურალური ნუგბარით ტკბობაზე მცირე თანხის გაღებით და არცთუ ისე დიდი გარჯით. გთავაზობთ ადიღეური ყველის რეცეპტს. მის ავთენტურობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ, რადგან საქმე სახლის პირობებთან გვაქვს.

ამ ყველს არ სჭირდება მომწიფება. პრესირებიდან რამდენიმე საათში მზადაა. პროდუქტი გამოდის რბილი, ნაზი რძის გემოთი და ზომიერად მარილიანი.

მომზადებისთვის უნდა გამოიყენოთ პასტერიზებული რძე და არანაკლებ 20% იანი ცხიმიანობის არაჟანი.

ინგრედიენტები
  • 1 ლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • 1- 1,5 ჩ. კ. მარილი
მომზადება
  1. რძე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში და დადგით ცეცხლზე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ არაჟანი და კვლავ ათქვიფეთ.
  2. როგორც კი რძე ადუღდება, ძალიან დაუწიეთ ცეცხლს და ჩაასხით ქვაბში არაჟნიანი ნარევი. დატოვეთ 5-8 წუთის განმავლობაში ცეცხლზე.
  3. ამის შემდეგ, როცა შრატი გამოცალკევდება, გადაწურეთ მასა საწურზე, რომელსაც ჩაფენილი აქვს ორმაგი მარლა. მოიცადეთ, სანამ შრატი ჩამოიწურება. მერე მოახვიეთ მარლის ნაპირები და საწურს დაადეთ რაიმე სიმძიმე. დატოვეთ ასე მთელი ღამე. მზა ყველი შეინახეთ მაცივარში.

შინაური ყველის მომზადება იოლია. სცადეთ, არ ინანებთ.

მოგვიყევით, თქვენ თუ მოგიმზადებიათ ყველი, რა მეთოდებით. მოხარულები ვიქნებით თქვენი კომენტარების. ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს.