მთავარი ტესტები თქვენს მიერ არჩეული სამკუთხედი მნიშვნელოვან სიმართლეს იტყვის თქვენზე

თქვენს მიერ არჩეული სამკუთხედი მნიშვნელოვან სიმართლეს იტყვის თქვენზე

by Keti

ფსიქოლოგებს ფაქტების გაგება გეომეტრიული ფიგურებითაც კი შეუძლიათ. ეს შესაძლებელია, რადგან ასოცირება ხდება სტაბილურობასა და ხშირ ცვლილებებთან.

აარჩიეთ სასურველი ფიგურა და ნახეთ პასუხები.

1.

ხართ მიზანდასახული, თქვენს საქმეში მუდამ თავდადებული. ზოგიერთი ფიქრობს, რომ პერფექციონისტი ხართ, მაგრამ უბრალოდ საუიკეთესო გსურთ ყოველთვის, ამის გაგება კი რთულია. თქვენ ხართ ძალიან სანდო ადამიანი და ხშირად აღწევთ წარმატებას.

2.

თქვენ ხართ ქარიზმატული, ამის გამოვლენა კი არ გაშინებთ. ყოველთვის პატიოსანი და გულწრფელი ხართ, ცდილობთ მუდამ პოზიტიური იყოთ. ხალხი ხშირად გეკითხებათ რჩევებს, რადგან უკვე საკმარისად მყარი რეპუტაცია გაქვთ.

3.

ხართ რაციონალური, მუდამ ფიქრობთ და შემდეგ მოქმედებთ. ხართ ჭკვიანი და ცდილობთ ყოველთვის დაგეგმოთ მნიშვნელოვანი მოვლენები. ხართ მზრუნველი და გსურთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. ამიტომ ფიქრობთ ხშირად ბევრს.

4.

არასდროს ჰყვებით ემოციებს, როცა მიზანს ისახავთ, ყველაფრის მიუხედავად მიჰყვებით მას. ხართ თავდაჯერებული და არასდროს აძლევთ რაიმეს ხელის შეშლის უფლებას. თქვენთვის მიღწეული მიზანი ფასდაუდებელია.

5.

თქვენ ექსტროვერტი ხართ, შეგიძლიათ ნებისმიერთან დაიწყოთ დიალოგი და მოუსმინოთ მათ. ოჯახი და მეგობრები თქვენთვის ყველაზე ძვირფასია, ისინიც თქვენთან კომფორტულად არიან, თქვენ ხომ არაჩვეულებრივი მსმენელი ხართ.

რომელი სამკუთხედი აირჩიეთ? ეთანხმებით შედეგებს? მოგვიყევით კომენტარებში!