მთავარი გასართობი სხვადასხვა ქვეყნის 15 ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს აოგნებს

სხვადასხვა ქვეყნის 15 ტრადიცია, რომელიც მსოფლიოს აოგნებს

by Keti

კულტურული შოკი ალბათ ერთხელ მაინც ყველას გამოგვიცდია. მაგალითად, ეგვიპტეში მოგზაურობისას დავინახავთ პატარძალს, რომელსაც ქორწილამდე თავისი მეგობრები ჩქმეტენ, რათა კარგი იღბალი გადაულოცონ. ზოგჯერ ტრადიციები და კულტურა რაღაც ახალსაც გვასწავლის. გადახედეთ სიას!

1. ინდოეთში ტუალეტის ქაღალდი არ აქვთ

ინდოეთში გამგზავრების შემთხვევაში არ გაოგნდეთ, სასტუმროში ტუალეტის ქაღალდი რომ არ დაგხვდებათ, იქ ეს ცუდის ნიშანია. სამაგიეროდ, ჯამით სუფთა და არომატულ წყალს დაგახვედრებენ.

2. ინდონეზიაში ქორწილის შემდეგ აბაზანაში არ შედიან

წყვილს 3 დღე არ შეუძლია საპირფარეშოს გამოყენება, რადგან ეს ქორწილში ცუდის ნიშანია. ისინი მკაცრად კონტროლდებიან ოჯახის წევრების მხრიდან.

3. მისალმება მიფურთხებით

კენიაში სტუმრებს ასე სცემენ პატივს. მათ შორის, ეს ეხებათ პატარძლებს და ჩვილებსაც.

4. მექსიკაში ყვითელი ვარდის ჩუქება არ შეიძლება

ეს მექსიკურ კულტურაში სიკვდილის აღმნიშვნელია.

5. თეფშების დალეწვა ქორწილამდე, გერმანია

საქართველოში კი ჭურჭელს ვზოგავთ და მხოლოდ ერთ თეფშს ვამსხვრევთ.

6. დანიაში მარტოხელა ადამიანებს დარიჩინს ესვრიან

ეს ტრადიცია 16-ე საუკუნის შემდეგ ძალაშია. თუკი ადამიანი საკუთარ იუბილზე მარტოა, პარტნიორის გარეშე, მეგობრები მას დარიჩინში აბანავებენ.

7. გვიან მისვლის ტრადიცია, ვენესუელა

ვენესუელაში ნებისმიერი ტიპის შეხვედრაზე დაგვიანება დიდ შთაბეჭდილებებს ახდენს მომლოდინეებზე.

8. უნგრეთში ბოკალის გამოცლამდე მას ერთმანეთს არ უჭახუნებენ

ტრადიცია 1848 წლიდან მოდის, ჯერ სვამენ, შემდეგ უჭახუნებენ ბოკალს.

9. მწერების მიერ დაკბენა, ბრაზილია

განსაკუთრებით სასტიკი ჭიანჭველის მიერ დაკბენა, ცეკვის დროს, ერთ-ერთი ტრადიციული ცერემონიაა.

10. ვანუატუში კარგი მოსავლის მოსაყვანად სიმაღლიდან ხტებიან

ოღონდ ეს სიმაღლე აუცილებლად ხის დიდი კოშკი უნდა იყოს. ეს ფიზიკური ჯანმრთელობისა და მკის პერიოდში კარგი მოსავლის ნიშანია.

11. საფრანგეთში მარტოხელები სასაცილო ქუდს ატარებენ

25 ნოემბერი საფრანგეთში წმინდა კატერინას ხსენების დღეა. 25 წელს მიტანებული ადამიანები, რომლებსაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვიათ, თავზე ყვითელ-მწვანე ქუდს იფარებენ. ეს რწმენისა და სიბრძნის ნიშანია.

12. ავეჯის ფანჯრიდან გადაყრა, საფხრეთ აფრიკა

ეს საახალწლო ტრადიციაა. ამ დროს პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს, რათა შემთხვევით არავინ დაშავდეს.

13. ბიზნეს შეხვედრები საუნაში, ფინეთი

საუნა ტრადიციული ადგილია ფინელებისთვის, იქ არამხოლოდ სარელაქსაციოდ დადიან, არამედ ბიზნეს და პოლიტიკური შეხვედრებისთვისაც. ეს უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნას.

14. ტირილი ქორწილამდე, ჩინეთი

ჩინეთში ტრადიციული ქორწილი პატარძლის ტირილით იწყება, რამდენიმე დღის შემდეგ ის დედის ოჯახში მიდის და მხიარულად ატარებს დროს.

15. არ გამოიყენო მარცხენა ხელი, ცენტრალური აღმოსავლეთი

ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებში მარცხენა ხელით მისალმება სიუხეშისა და ანტისანიტარული ქმედების ნიშანია. მარცხენა ხელს ძირითადად საპირფარეშოში ყოფნის დროს იყენებენ და ის სიბინძურეს გამოხატავს.

რომელმა ტრადიციამ გაგაოცა განსაკუთრებულად? გაგვიზიარეთ აზრები კომენტარებში!