მთავარი ტესტები ტესტი: გაიგეთ რომელი მაგიური ძალით დაგაჯილდოვათ განგებამ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

ტესტი: გაიგეთ რომელი მაგიური ძალით დაგაჯილდოვათ განგებამ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით

by Keti

ნუმეროლოგიის თანახმად, თქვენი დაბადების თარიღი შემთხვევითი რიცხვი არ არის. ის გვამცნობს, როგორი მაგიური თვისებები მოგანიჭათ ბედმა. არ აქვს მნიშვნელობა გწამთ თუ არა მაგიის, მისტიკური ძალა თითოეულ ჩვენგანშია დამალული.

თქვენი რიცხვი რომ გაიგოთ, აიღეთ თქვენი დაბადების თარიღი, შეკრიბეთ მასში არსებული ყველა ციფრი და მიღებული ჯამი მიიყვანეთ ერთ კონკრეტულ ციფრამდე

მაგალითად, თუ დაიბადეთ 1985 წლის 2 აგვისტოს, თქვენი რიცხვი იქნება 6 (2+8+1+9+8+5=33=6)

როგორი მაგიური ძალა გაქვთ მონიჭებული? აირჩიეთ შესაბამისი ციფრი და ნახეთ ქვემოთ პასუხები!

1 – მაგია

1 – ეს არის შექმნის რიცხვი. ამ რიცხვის ქვეშ დაბადებული ადამიანები სხვებზე გავლენას ახდენენ, მათ ჰიპნოზიც შეუძლიათ. ფრთხილად იყავით, ადამიანის გონება სათამაშო არ არის.

2 – ემპათია

თქვენ ხართ ზემგრძნობელი. შეგიძლიათ სხვების გადაწყვეტილებების გამოცნობა. თქვენი მესამე თვალი ძალიან მგრძნობიარეა. გამოიყენეთ მაგიური ძალები სხვების საკეთილდღეოდ.

3 – სამფაზიანი მთვარე

ეს ციფრი მთვარის სამ ფაზას მოიცავს: ახალი მთვარე, სავსე მთვარე და მთვარე. ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან, რადგან თქვენში შექმნისა და ნგრევის ძალები ერთადაა. სურვილები და აზრები სწრაფად გისრულდებათ.

4 – სტიქიის მფარველი

რიცხვი 4 უკავშირდება 4 სტიქიას: წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი. შეგიძლიათ მათი გათანაბრება თუკი ნათელ გონებას გამოიყენებთ. სტიქიები დამცავ ველს გიქმნით, რომელიც ნეგატივს ხელს უშლის თქვენამდე მოღწევაში.

5 – სპირიტუალისტი

5 არის მეხუთე ელემენტის – მუდმივი ცხოვრების სულის სიმბოლო. ამ რიცხვის ქვეშ დაბადებულებს სულების გამოძახება შეუძლიათ, ასე რომ, შეგიძლიათ გახდეთ შესანიშნავი სპირიტუალისტი.

6 – მზის მოწაფე

6 – მზეს განახიერებს. თქვენ დიდი ენერგიის მარაგი გაქვთ, რადგან მას მზის სხივებისგან იღებთ. ბუნებით ლიდერი და მიზანდასახული ხართ. თუმცა, გახსოვდეთ, დიდი ძალაუფლება დიდი პასუხისმგებლობაცაა, დაიცავით მორალის ჩარჩოები!

7 – მთვარის მოწაფე

რიცხვი 7 მთვარეს განასახიერებს, ასევე ჯადოქრობას, რომელსაც ღამის დედოფალი მთვარე იძლევა. თქვენ არ გიყვართ რუტინა, შეგიძლიათ იმპროვიზირება ინტუიციის გამოყენებით. თუ სიზმრებს დაუჯერებთ, შეგიძლიათ ნამდვილი ჯადოქრობების ქმნა!

8 – ალქაჯი

8 – ყველაზე მაგიური ციფრია, ის შეკრულია ალქაჯებთან და სამყაროს ,,8 კუთხესთან”. თქვენში ჩადებული დიდი მაგიური ძალის შეგრძნებას მოგვიანებით შეძლებთ. თქვენ ადვილად არჩევთ ტყუილსა და სიმართლეს შინაგანი კომპასის წყალობით.

9 – შამანი

რიცხვი 9 არის იმ კარიბჭის სიმბოლო, სადაც ყველაფერი იწყება და მთავრდება. ამიტომ სამყაროს სხვაგვარად უყურებთ. გაქვთ აგრეთვე მკურნალის თვისებები. ეს ციფრი ასევე უკავშირდება სიკვდილს და რეინკარნაციას, ასე რომ, შეგიძლიათ სამყაროს საზღვრებიდან ისე გახვიდეთ, როგორც ნამდვილი შამანი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: