მთავარი ასტროლოგია რომელი ცხოველი განასახიერებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს? ის თქვენს სულს იცავს.

რომელი ცხოველი განასახიერებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს? ის თქვენს სულს იცავს.

by Keti

ტოტემური ცხოველების შესახებ ცოდნა მრავალ კულტურასა და რელიგიაში არსებობს. ალბათ იცით, რას ნიშნავს ტოტემური ცხოველი: ეს სულიერი არსებაა, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ადამიანს. გსურთ გაიგოთ, რომელი ცხოველი განასახიერებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს? შეასრულეთ ეს ტესტი.

ჰოროსკოპები და მათი მფარველი ტოტებული ცხოველები

ვერძი – გეპარდი

ვერძებო, თქვენი ტოტემური ცხოველი გეპარდია. თქვენც სავსე ხართ ენერგიით, ვერ ჩერდებით ერთ ადგილას. შეგიძლიათ ფოკუსირდეთ საკუთარ მიზნებზე, თუკი რამეს თვალს დაადგამთ, ვერ მოისვენებთ, სანამ არ მიიღებთ. თქვენ ხართ ძალა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

კურო – დათვი

კუროებს დათვი მფარველობს. ის ძალის, სტაბილურობის სიმბოლოა. დათვი დაცვის სიმბოლოცაა, ამიტომ თქვენ იცავთ გარშემომყოფებს, როგორც დედა დათვი იცავს თავის ბელებს.

ტყუპები – დელფინი

ტყუპებო, თქვენ დელფინი გიცავთ. თქვენი ცნობისმოყვარეობის ქვეშ იმალება ყველაზე ჭკვიანი ცხოველი. თქვენ გაქვთ ახლის მიღების შესაძლებლობა, სამყაროს შემეცნების წყურვილი, გიყვართ ცხოვრება.

კირჩხიბი – კურდღელი

კირჩხიბებო, თქვენი ტოტემური ცხოველი კურდღელია. თქვენ თავდაჭერილი, მორცხვი, თან ჭკვიანი და კრეატიული ხართ. თქვენ რთულ ნატურებად გთვლიან, ხართ მრავალფეროვანი და უნიკალური. პერიოდულად თავს დაუცველად გრძნობთ, მაგრამ ფართოდ აზროვნებთ.

ლომი – დრაკონი

ლომებო, თქვენ დრაკონი გიცავთ! თქვენი არსებობა ყველასთვის შთამბეჭდავია, ხართ ძლიერი, მამაცი, ლიდერი, ძალაუფლების მოყვარული არსება. ყოველთვის მიისწრაფვით ძალების დემონსტრირებისკენ და ამოწმებთ საკუთარ თავს სიმტკიცეზე.

ქალწული – მელია

ქალწულებს მელია ერგოთ. გაქვთ განვითარებული გონება, ჭკვიანის გარდა შეგიძლიათ სწრაფად შეეგუოთ ახალ გარემოს. ფლობთ ანალიტიკურ გონებას, ეშმაკობას.

სასწორი – გედი

სასწორებო, გედი ძალიან ელეგანტური და გრაციოზული არსებაა. თქვენ განუმეორებელი სილამაზითა და ჰაეროვნებით გამოირჩევით. ადამიანებთან კარგად და  კომფორტულად ხართ, ორიგინალური და კრეატიული აზროვნება გაქვთ.

მორიელი – ფენიქსი

თქვენ ფლობთ ორმაგ პიროვნებას: გარეგანი, რომლითაც თავს იცავთ საფრთხეებისგან და შინაგანი სამყარო, სადაც უფრო რბილები, ნაზები და გახსნილები ხართ. საკუთარი სისუსტეების მისაღებად ბევრი რამ უნდა მოითმინოთ.

მშვილდოსანი – კატა

თქვენ კატასავით თქვენთვის გიყვართ სეირნობა, ვერ იტანთ, როცა რამეზე მიგითითებენ, ცხოვრობთ საკუთარი რიტმით და არ გსურთ არაფრის შეცვლა. ხართ დამოუკიდებლები და თავისუფლები. კატებივით მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს.

თხის რქა – ნიანგი

რასაც კბილს დაადგამთ, აღარ უშვებთ, უკან ვერავინ დაგახევინებთ. ხართ მომთმენები, შეგიძლიათ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, ხოლო როცა შეგეძლებათ, ყველას განაცვიფრებთ ძალით და სისწრაფით.

მერწყული – ობობა

ობობა მომთმენი, კრეატიული არსებაა. თქვენ შეგიძლიათ ბევრი დრო დაუთმოთ რაღაც მშვენიერის შექმნას. პერიოდულად, მარტო ყოფნა გირჩევნიათ, აკეთებთ იმას, რაც ბედნიერს გხდით. იღებთ ნათელ და ბნელ მხარეებს თქვენში, ბევრს თქვენი ეშინია.

თევზები – ირემი

თქვენ ხართ ემპათიურები, მშვიდები და გახსნილები. გირჩევნიათ, თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანებთან კონტაქტი, არ გიყვრთ მკაცრი, ვულგარული ხალხი. გარშემომყოფები ცდილობენ მშვიდად მოგექცნენ, რათა კომფორტული იყოს თქვენთვის მათთან კონტაქტი. ხართ რბილი, ნაზი არსება!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: