მთავარი ასტროლოგია აი რა არის თქვენი სუსტი წერტილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აი რა არის თქვენი სუსტი წერტილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by Keti

ადამიანები ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თითოეულს ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარე გვაქვს. სისუსტეები ან რაიმეზე დამოკიდებულება ცუდ ადამიანებად არ გვაქცევს, ეს უბრალოდ შეძენილი ან თანდაყოლილი ჩვევაა.

მოდით, გავარკვიოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს რა სისუსტეები აქვთ.

ზოდიაქოს ნიშნების გატაცებები

1. თევზები: ემპათია

თევზებს მეოცნებე პლანეტა ნეპტუნი იცავს. წყლის ეს ნიშანი სხვა ადამიანების თანაგრძნობას იდეალურად ახერხებს. თუმცა თევზები იტანჯებიან საკუთარი ემპათიის გამო და სულ ცდილობენ მის დროებით დავიწყებას. ამიტომ ზოგ თევზს უყვარს ბევრი ძილი, ზოგს კი ალკოჰოლზე დამოკიდებულებისკენ აქვს მიდრეკილება.

2. მერწყული: კითხვა

პლანეტა ურანი მათ ინფორმაციის მუდმივად ათვისებას აიძულებს. მერწყულები გიჟდებიან შემეცნებაზე, ისინი იდეების გენერატორები არიან, უყვართ ისტორია და შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე წიგნი იკითხონ.

3. თხის რქა: მუშაობა

თხის რქას სატურნი მფარველობს, რომელიც დისციპლინას, პასუხისმგებლობას განაახიერებს. თხის რქა შრომისმოყვარეობის გამო ხშირად სამუშაოზე დამოკიდებული ხდება. საჭიროა, გაიგონ, რომ დასვენება ამბიციებს არ აზარალებს.

4. მშვილდოსანი: მოგზაურობა

მოგზაურობა და უკეთესი ცხოვრების ძიება მშვილდოსანს ჰაერივით სჭირდება. მათ მუდმივი ფილოსოფიური შიმშილი აქვთ და ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან. უყვართ დამოუკიდებლობა, ხშირად მოგზაურობენ.

5. მორიელი: ტელევიზია

მორიელს სხვისი ცხოვრების შესწავლა უყვარს, ამიტომ ისინი რეალითი შოუებით, სკანდალებითა და ინტრიგებით ინტერესდებიან. აინტერესეებთ ადამიანის ფსიქიკის შესწავლა. მათ შორის არიან ისეთი ფილმების ფანები, რომლებიც ადამიანის სულს აშიშვლებს.

6. სასწორი: ტელეფონი

როგორ ახერხებდნენ სასწორები კონფლიქტების თავიდან აცილებას სმარტფონების გამოგონებამდე, საინტერესოა. მათ ეშინიათ არასტაბილურობის, ამიტომ ცდილობენ ყველას გული მოიგონ, ვერ ძლებენ ურთიერთობების გარეშე, ამაში კი ტელეფონი ეხმარებათ. სასწორისთვის სოც.ქსელი ნამდვილი ხსნა და თან მავნე ჩვევაა.

7. ქალწული: წესრიგი

ის ნამდვილი პერფექციონისტია და ვერ იტანს, როცა რამე არ დევს თავის ადგილას. მათთვის ეს ჩვევა უსაფრთხოა, რასაც მათ გარშემომყოფებზე ვერ ვიტყვით. ამ უკანასკნელთათვის რთულია, სისუფთავეზე ჩაციკლულ ადამიანთან ცხოვრება.

8. ლომი: აზარტული თამაშები

ლომს რისკი უყვარს, ამიტომ მიისწრაფვის აზარტული თამაშებისკენ. მათთვის თამაში და სასმელი საუკეთესო გასართობია. როცა ლომი იგებს, პერსონალს ბევრ ფულს ჩუქნის, ხოლო ახლობლებს ძვირფას და ექსტრავაგანტურ საჩუქრებს. უყვართ ყურადღება და სახალხოდ თამაში.

9. კირჩხიბი: ცუდი ურთიერთობები

ემოციური, მგრძნობიარე და ერთგული კირჩხიბი ხშირად კონფლიქტშია შეუსაბამო პარტნიორთან. ის თანაუგრძნობს ყველა გულგატეხილ ადამიანს და ცდილობს ისინი სიყვარულით განკურნოს. თუმცა ერთი წარუმატებელი რომანი იწვევს მეორეს და ეს პროცესი არ მთავრდება.

10. ტყუპები: შოპინგი

მათი მფარველია მერკური, ურთიერთობებისა და ვაჭრობის პლანეტა. ტყუპებისთვის მაღაზიებში სიარული კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის საშუალებაა, რაც არასასურველი ნივთების დაგროვებას იწვევს.

11. კურო: საჭმელი

კურო ცხოვრობს შეგრძნებითი ტკბობით. მათი ვნება საჭმელია. მოსწონთ საკვების გემოც და კერძების გაფორმებაც. ისინი ზოგჯერ საშინელი ხარბები ხდებიან და საჭმელს მთელ სახლში მალავენ.

12: ვერძი: თავგადასავლები

მას მარსი იცავს. ვერძი მუდმივად განიცდის თვითგამოხატვის სურვილს. მათთვის თავგადასავალი და რისკი ნარკოტიკივითაა. ვერძისთვის სასიამოვნო არ არის მხოლოდ გართობა, ისინი ავლენ ყველაზე მაღალ, რთულ და საშიშ მთებზე. მეორე ტიპის ვერძებს კი საკუთარ თავზე ბევრის აღება უყვართ და მიჯაჭვულები არიან უზარმაზარ შრომაზე.

ასტროლოგების თქმით, ჩვენი მიჯაჭვულობები შინაგანი სიცარიელის სიმპტომია. ე.წ. ადამიანური სისუსტეები ჩვენი მოთხოვნების, სითბოს, მხარდაჭერისა და შინაგანი ჰარმონიის სიმბოლოა.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!