მთავარი კულინარია აი, როგორ მოვამზადოთ ლიქიორი ანდრეი კონჩალოვსკის რეცეპტით

აი, როგორ მოვამზადოთ ლიქიორი ანდრეი კონჩალოვსკის რეცეპტით

by Keti

ლიქიორის მომზადებას დიდი ტრადიცია აქვს. სასმელის რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა.

მრავალი საოჯახო სასმელის რეცეპტი დაკარგულია. ამიტომ ფასობს მხოლოდ შემონახული.

გთავაზობთ საუკეთესო ლიქიორ ,,კონჩალოვსკის” რეცეპტს.

მოცხარის ნაყენი

მოცხარის კვირტების ნაყენის მოსამზადებლად საჭიროა, ამ კვირტების მოგროვება გაზაფხულზე და არაყში ჩაყრა.სასმელი გამოდის მწვანე ფერის. ეს არისტოკრატების სასმელია.

შავი მოცხარის ლიქიორი

ყურადღება: მნიშვნელოვანია დაუზიანებელი მოცხარის გამოყენება. ერთი ცუდი ნაყოფიც კი მთელ სასმელს გააფუჭებს. ქილები და ბოთლები გაასტერილეთ.

ინგრედიენტები

  • 700 მლ არაყი
  • 1 კგ შავი მოცხარი
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 5-6 მოცხარის ფოთოლი

მომზადება

1. გარეცხეთ მწიფე მოცხარი, მოაცალეთ ყუნწები.

2. გადაიტანეთ მოცხარი შუშის ქილაში.

3. დააყარეთ შაქარი და შეანჯღრიეთ.

4. ქილის პირს მარლა მოაკარით, დადგით 2 დღით მზეზე, ფანჯრის რაფაზე.

5. 2-3 საათში ერთხელ ქილა შეანჯღრიეთ, რათა შაქარი გაიხსნას.

6. 2 დღე-ღამის შემდეგ ჩაასხით არაყი, კარგად აურიეთ და შეინახეთ ჭურჭელი 1 თვით მაცივარში.

7. 1 თვის შემდეგ გადაწურეთ სასმელი მარლის რამდენიმე ფენაში.

8. შავი მოცხარის ლიქიორი მზადაა. მას განუმეორებელი არომატი აქვს.

9. გაგიმარჯოთ!

სურვილისამებრ, სასმელის გემოს გასაუმჯობესებლად, კენკრას დაამატეთ ფოთლები. ეს იმიტომ, რომ პირველ რიგში, მოცხარის ფოთლები უფრო მეტ C ვიტამინს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ნაყოფი.

მეორე, ფოთლების ნაყენი ასუფთავებს სისხლძარღვებს და აქვეითებს არტერიულ წნევას.

მესამეც, მოცხარის ფოთოლი ლიქიორს შეუდარებელ არომატს ანიჭებს.

თუ თქვენც მოგეპოვებათ კენკროვანი ლიქიორების ან ნაყენების მოსამზადებელი რეცეპტები, გაგვიზიარეთ კომენტარებში. ეს სტატია კი მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: