მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ტეფტელი კარტოფილით

როგორ მოვამზადოთ ტეფტელი კარტოფილით

by Keti

ტეფტელები- მილიონობით ადამიანის საყვარელი კერძია. ამის მიზეზია ინგრედიენტების მისაწვდომობა,  მომზადების სიმარტივე და შესანისნავი გემო.

ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს ისეთი ნიუანსებით, რაც შექმნის სასწაულ გემოს- კულინარულ შედევრს, რომელიც მრავალს დაატყვევებს.

ტეფტელი კარტოფილით

ეს რეცეპტი მოეწონება ყველას, ვისაც სურს ახლობლების გაოცება ახალი გემოებით. თანაც იოლი მოსამზადებელია და ცდად ღირს.

ინგრედიენტები ხორცის ბურთულებისთვის

  • 400 გრამი ღორის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 4 ს.კ. საფანელი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ინგრედიენტები კარტოფილის ბურთულებისთვის
  • 400-500 გრამი ცხელი კარტოფილის პიურე
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრამი მაგარი ყველი
  • 8-10 კბილი ნიორი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • ცოტა ზეთი და ბეგქონდარა

მომზადება

1. წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ ფარშს, აქვე ჩაყარეთ საფანელი, შეაზილეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.

2. ფარშისგან მოამრგვალეთ ბურთულები, კაკალზე ცოტა დიდი ზომის. ჩვენ 13 გამოგვივიდა.

3. პიურეს შეურიეთ კარაქი, მარილი, პილპილი, დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ.

4. დაჭერით ყველი კუბებად.

5. კარტოფილისგან გააკეთეთ ბურთულები. წინასწარ თითოეულში ჩადეთ ყველის ნაჭერი. ჩვენ 12 ბურთულა გამოგვივიდა.

6. ზეთწასმულ საცხობზე დაალაგეთ კარტოფილისა და ხორცის ბურთულები მონაცვლეობით.

7. ბურთულებს წაუსვით ზეთი, რომ კარგად დაიბრაწოს.

8. საცხობზე თანაბარი დაშორებით დაალაგეთ ნივრის კბილები. აქვე დაამატეთ მწვანილი ან სახვა სუნელები.

9. საცხობი ფორმა შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

ამ კერძს უხდება ბოსტნეულის სალათა, ასევე, მაგალითად, კომბოსტოს ან სხვა მწნილი. შეურჩიეთ, რასაც საჭიროდ ჩათვლით.