მთავარი რჩევები სახამებელი, 3 ხელსახოცი და… 1 საათის შემდეგ მაგიდაზე ნამდვილი შედევრი გაჩნდება!

სახამებელი, 3 ხელსახოცი და… 1 საათის შემდეგ მაგიდაზე ნამდვილი შედევრი გაჩნდება!

by Keti

წითელი პარასკები მოახლოვდა. თუ მოგბეზრდათ კვერცხის ჩვეულებრივი საღებავი და ბანალური სტიკერები, დროა, მიუდგეთ კვერცხის შეღებვას უფრო კრეატიულად.

გთავაზობთ კვერცხების მორთვის  ერთ-ერთ შესანიშნავ მეთოდს.

კვერცხის დეკუპაჟი

აღდგომის მთავარი სიმბოლო კვერცხია, მას ბევრნაირად რთავენ, ღებავენ წარწერებს უკეთებენ, სხვადასხვა ხელნაკეთს აძლევენ მის ფორმას. გთავაზობთ, კვერცხის დეკორირების ვარიანტს დეკუპაჟის გამოყენებით.

დეკუპაჟისთვის მოხარშული და უმი კვერცხი გამოდგება. შეარჩიეთ თეთრი, რათა ადვილად შეიღებოს.

დაგჭირდებათ:

  • თეთრი მოხარშული კვერცხი
  • 2 ჩ.კ. სახამებელი
  • წყალი
  • ფუნჯი
  • ქაღალდის ხელსახოცები დეკუპაჟისთვის
  • საკვები საღებავები (ოქროსფერი, ვერცხლისფერი)

მუშაობის მსვლელობა

1. აიღეთ წვრილნახატიანი ხელსახოცი, მოაცალეთ 2 ქვედა ფენა. ყვავილიანი ფენიდან პატარა ყვავილები ამოჭერით.

2. დაიწყეთ მოტივების განაწილება კვერცხზე ფუნჯითა და წყლით. ყველა ნაკეცი კარგად გაასწორეთ.

3. მოამზადეთ სახამებლის წებო: აიღეთ სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი, შეურიეთ ის 50 გ წყალს. დადგით ნარევი დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ 1 წუთი, თან ურიეთ ჩაის კოვზით.

როცა ყველა მოტივი განაწილდება, კარგად წაუსვით კვერცხს წებო და გააშრეთ. სახამებლის ჩანაცვლება ათქვეფილი ცილით შეგიძლიათ.

4. როცა ყველა კვერცხი გაშრება, დააფარეთ მათ დეკორატიული ფენა. ამისთვის წებოს მცირე რაოდენობას დაამატეთ საკვები საღებავი.

გააშრეთ კვერცხი ისე, როგორც ფოტოზეა.

5. აი, ასეთი სილამაზე გამოდის.

დეკუპაჟი არის თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალება. მისი შესწავლით სწრაფად შეძლებთ შექმნათ შესანიშნავი ხელნაკეთი ნივთები, რასაც დიდი მატერიალური დანახარჯები არ სჭირდება.

სააღდგომო სამზადისი ერთ-ერთი ყველაზე თბილი და ნათელი ტრადიციაა. მიუდექით პროცესს შემოქმედებითად და გაუზიარეთ მეგობრებს კვერცხების მორთვის ეს უჩვეულო და საინტერესო მეთოდი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: