მთავარი ჯანმრთელობა 8 რამ, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღე გამოიყენებთ

8 რამ, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღე გამოიყენებთ

by Keti

თაფლი მეფუტკრეობის უნივერსალური პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში გვეხმარება. მისი გამოყენება დიაბეტის მქონეებსაც შეუძლიათ.

დღეს მოგიყვებით 8 სახის ცვლილებაზე, რაც თქვენს ორგანიზმში მოხდება, თუ თაფლს ყოველდღე მიირთმევთ. მანამდე დარწმუნდით, რომ ბუნებრივ თაფლს მიირთმევთ.

თაფლის სარგებლობა ორგანიზმისთვის

1. სუფთა კანი

თაფლი – ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას ის ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს, რომლებიც კანზე გამონაყარის პროვოცირებას და მის ნაადრევ დაბერებას ახდენენ. მიღების პარალელურად შეგიძლიათ მისი ნიღბების გამოყენებაც. სახე გაგიხდებათ გლუვი და ხავერდისებური.

2. წონაში კლება

დიეტის დროს ტკბილი არ შეიძლება, მაგრამ თაფლს ეს არ ეხება. ის რეკომენდებულიც კია, რადგან მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და ზედმეტ წონას სწრაფად აქრობს.

3. ქოლესტერინის დონის ნორმალიზება

საინტერესოა, რომ თაფლი ქოლესტერინს არ შეიცავს, თუმცა შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.

4. ჯანმრთელი სისხლძარღვები

თაფლის ყოველდღიური მიღება ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას. ანტიოქსიდანტები ხელს უშლის არტერიების შევიწროებასა და თრომბების წარმოქმნას.

5. კარგი მეხსიერება

ვინც თაფსლ ყოველდღე მიირთმევს, უკეთესი მეხსიერება აქვთ. მათთან 0მდეა დასული სიბერისეული სკლეროზის ალბათობა. თაფლში არსებული კალციუმი სწრაფად იწოვება ტვინის მიერ და დადებით გავლენას ახდენს მის მუშაობაზე.

6. კარგი ძილი

მტკიცე ძილი ფსიქო-ემოციური ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარია. თაფლი სეროტონინს გამოიმუშავებს, რომელიც ორგანიზმში მელატონინად – ძილის ჰორმონად გარდაიქმნება. 1 კოვზი თაფლი ძილის წინ და კარგი დასვენება გარანტირებულია.

7. საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი მუშაობა

უზმოზე 1 კოვზი თაფლი მიირთვით და ამით საჭმლის მონელება გაგიუმჯობესდებათ. ასევე კუჭამდე მიმავალ გზაზე თაფლი ბაქტერიებს ანადგურებს, თან ახორცებს ჭრილობებს კუჭის ლორწოვან გარსზე.

8. ანტიდეპრესანტი

გლუკოზა, რომელსაც თაფლი შეიცავს, ნეირონებისთვის აუცილებელია, სწრაფად შეიწოვება სისხლში, რაც ხელს უწყობს მოდუნებას და ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალობას, კრუნჩხვების შემცირებას.

რჩევა

მიიღეთ 1 ჩ.კ. თაფლი უზმოზე და 1 ჩ.კ. ძილის წინ, ყოველდღიურად. ჩაიში ნუ ჩაიყრით, უბრალოდ შეატანეთ მას. თაფლი 60 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე სასარგებლო თვისებებს კარგავს. თუ თაფლს დაამატებთ ნიორს, მიიღებთ ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებას. 500 მლ თაფლს დაამატეთ 3-4 პატარა დაჭრილი ნივრის თავი.

გისურვებთ ჯანმრთელობას! გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: