მთავარი რჩევები რატომ უნდა ვჭამოთ ხშირად მჟაუნა?

რატომ უნდა ვჭამოთ ხშირად მჟაუნა?

by Keti

მჟაუნა ვიტამინების ბომბაა. ის ადრეულ გაზაფხულზე მოდის, როცა ახალი ბოსტნეულის დეფიციტია.

ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობით მჟაუნა სხვა მწვანილებს აჭარბებს. ის ჩემპიონია B ვიტამინის შემცველობით.

ასევე მჟაუნა ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გ 22 კალორიას შეიცავს.

რეცეპტები მჟაუნით

გთავაზობთ ყველაზე პოპულარულ რეცეპტებს მჟაუნათი.

მჟაუნას სუფი კარტოფილით

ინგრედიენტები

  • 8 საშუალო კარტოფილი
  • 300-400 გ მჟაუნა
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • ოხრახუშის ძირი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • კამა
  • დაფნის ფოთოლი
  • 4 ს.კ. არაჟანი
  • მარილი

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ოხრახუშის ძირი და კარტოფილი (დაჭრილი). ხარშეთ 5 წუთი.
  2. დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო, მოშუშეთ ზეთში.
  3. დაამატეთ სუფში სტაფილო, ხახვი და დაფნის ფოთოლი. ხარშეთ 10 წუთი.
  4. დაამატეთ დაჭრილი მჟაუნა, ხარშეთ 5 წუთი. აურიეთ.
  5. სუფს მოაყარეთ ახალი მწვანილი, დაამატეთ არაჟანი.
მწვანე სალათა მჟაუნით

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 1 კონა მჟაუნა
  • 250 გ შებოლილი ყველი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 150 გ მაიონეზი
  • მარილი, პილპილი

მომზადება

1. გარეცხეთ მჟაუნა, გააშრეთ. დაჭერით ის.

2. დაჭერით მწვანე ხახვი.

3. დაჭერით ყველი და მოხარშული კვერცხი.

4. შეურიეთ ყველაფერი, დაამატეთ მაიონეზი (სჯობს სახლის). აურიეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი.

5. მოაყარეთ მარილი, პილპილი.

6. სალათა გამოდის გემრიელი, მსუბუქად მომჟაო

ღვეზელი მჟაუნათი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გ ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 11 გ სწრაფადმოქმედი საფუარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ს.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 150 გ მჟაუნა
  • 3 ს.კ. შაქარი

მომზადება

  1. გახსენით საფუარი თბილ რძეში.
  2. შეურიეთ კვერცხი, შაქარი. დაამატეთ მარილი, ათქვიფეთ.
  3. გაცერით ფქვილი, ჩაასხით რძე საფუარით და კვერცხის მასა.
  4. მოზილეთ ცომი, მოასხით ზეთი.
  5. მზა ცომს დააფარეთ ცელოფანი, შედგით თბილ ადგილას 1 საათი.
  6. მოამზადეთ შიგთავსი: გარეცხეთ მჟაუნა, გააშრეთ. დაჭერით წვრილად. მოაყარეთ შაქარი, აურიეთ.
  7. ფიცარზე გააბრტყელეთ ამოსული ცომი თხელი ბლინის სახით.
  8. ამოჭერით ცომისგან ტოლი წრეები.
  9. თითო წრეზე დადეთ 1-1,5 ს.კ. მჟაუნა და შეუკარით ნაპირები.
  10. ტაფაში ჩაასხით ზეთი 3-4 მლ სისქეზე. გაახურეთ მაღალ ცეცხლზე, ჩააწყეთ ღვეზელები. შეწვით დაბალ ცეცხლზე.
  11.  ღვეზელი კარგია ცხელიც და ცივიც.

უკუჩვენებები

მთავარი უკუჩვენება მჟაუნას გამოყენებისას უკავშირდება მასში შემავალ მჟაუნმჟავას. ნივთიერება ბევრ მცენარეში შედის. ჯანმრთელი ადამიანისთვის ის უსაფრთხოა, თუმცა მაგალითად, კუჭის წყლულის, გასტრიტის, კენჭების, ნიკრისის ქარის დროს მჟაუნმჟავა არ უნდა მივიღოთ.

გაუზიარეთ მოცემული რეცეპტები მეგობრებს!