მთავარი გასართობი გადააქციეთ თქვენი ცხოველი ,,სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟად ამ ფოტოების მიხედვით

გადააქციეთ თქვენი ცხოველი ,,სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟად ამ ფოტოების მიხედვით

by Keti

ვის არ უყვარს ცხოველების გადაცმა საყვარელ ფორმაში? უდავოა, რომ ისინი სწორად შერჩეულ სამოსში ძალიან საყვარლად გამოიყურებიან. და ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ ზამთარი მოდის, ცხოველების გასათბობად შესაბამისი დროა.

თუკი ფინალური სეზონის მომდევნო სერიას სულმოუთქმელად ელით, პარალელურად, სახლშიც შეგიძლიათ სერიალის პერსონაჟი იყოლიოთ. ეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი იქნება.

დიახ, სწორად წაიკითხეთ. ხომ გიყვართ კატები და ძაღლები? ახლა კი შეგიძლიათ ისინი ჯონ სნოუსა და დეინერის ტარგარიანს დაამრგავსოთ.

დაგვეთანხმებით, რომ ეს აბსოლუტური სისაყვარლეა!

ახალი სეზონის დაწყებამდე, ონლაინ მაღაზიამ სახელად ,,ჯადოსნური ცხოველები” (LeMagicalMenagerie) თავისი ვირტუალური თაროები ცხოველების მოსასხამებით აავსო. იცოდნენ, როგორი რთულია გაუმკლავდე ჯონს სნოუს მსგავსი ჩაცმულობის მქონე ცხოველის ყოლის სურვილს.

რომ დავფიქრდეთ, მათი შექმნა თავადაც შეგვიძლია. თუ ვერ გავაკეთებთ, მაშინ აღნიშნულ საიტზე შეიძლება მათი გამოწერა. ფაქტია, რომ საოცრად უხდებათ ისინი ჩვენს პატარა მეგობრებს.

მოგეწონათ იდეა? გაგვიზიარეთ კომენტარებში, რომელი პერსონაჟივით ჩააცვამდით თქვენს შინაურ ცხოველს!