მთავარი რჩევები როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული

როგორ გავხდეთ უფრო თავდაჯერებული

by Keti

ოჯახი მრავალი ადამიანის ცხოვრების საფუძველია. ეს ასეც უნდა იყოს. ბევრი ქალი მარტოობას გრძნობს მეწყვილის გარეშე. როცა იპოვის, თითქოს უნდა ამოისუნთქოს.

პარტნიორის პოვნა მხოლოდ ერთი პუნქტია, სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთულადაა. შესაბამისი ადამიანის პოვნა რთულია, თუმცა კიდევ უფრო რთულია ბედნიერი ოჯახის შექმნა.

საუკეთესო ცოლი მსოფლიოში

კარგი ცოლი რომ იყოთ, უნდა გყავდეთ კარგი ქმარი – ეს ბედნიერი ურთიერთობების მთავარი საფუძველია.

ქმართან ურთიერთობა რომ იყოს ჯანსაღი და მოჰქონდეს დადებითი ემოციები, საჭიროა გულმოდგინე მუშაობა.

შესაძლოა ეს უსამართლოდ მოგეჩვენოთ, ისედაც ამდენი ძალისხმევა დახარჯეთ იმ ერთადერთის საპოვნელად და ახლა კიდევ ურთიერთობებზე უნდა იზრუნოთ?!

მუშაობაზე მეტად, ურთიერთობებით უნდა დატკბეთ და დაისვენოთ. თუ გინდათ იყოთ ბედნიერი პარტნიორთან ერთად, ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ.

3 მთავარი რჩევა ჯანსაღი ურთიერთობებისთვის

1. სწორად გამოხატეთ ემოციები. ეს საჭიროა, რადგან ემოციების არასრული გამოხატვა იმის გარანტია, რომ მეუღლე ვერ გაიგებს, რა უნდა შეცვალოს ქცევაში. ასე კი პრობლემა ვერ გადაწყდება.

იგივე ეხება მეუღლეს. ასწავლეთ მას ფრთხილად გამოხატოს, რაც არ მოსწონს. ეს დაგეხმარებათ ქცევების სწორი მიმართულებით დარეგულირებაში.

2. მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოციების გამოხატვა. ბედნიერი ურთიერთობის მთავარი ნიშანია მეუღლეთა მიერ ისეთი ემოციების ყოველდღიური გამოვლენა, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, ინტერესი, მადლიერება და აღფრთოვანება.

ყოველი ადამიანი თავისებურად გამოხატავს ემოციებს. შესაძლოა, მხოლოდ მოეხვიოთ საყვარელ ადამიანს ან სამადლობელი სიტყვები უთხრათ.

საუკეთესო ცოლი ისაა, რომელიც აფასებს მეუღლეს და მადლიერია. მეუღლესაც შეახსენეთ, რომ პერიოდულად შეგაქოთ, გითხრათ კომპლიმენტები, აღნიშნონ, როგორი გემრიელი იყო ვახშამი. გახდით საუკეთესო ცოლი და იზრუნეთ მეუღლეზე.

3. არ დაიჯერებთ, რომ ურთიერთობის აწყობა ჩვეულებრივ მათემატიკას შეუძლია. საუბარია, ვალდებულებათა გადანაწილებაზე. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მეუღლემ განსაზღვროს, რა პროცენტი უნდა დაუთმოს იმას, რაც სურს. ასევე იმას, რაც უნდა, რომ გააკეთოს.

მაგალითად, ურთიერთობაში შენ აკეთებ 60%ს იმისას, რაც გინდა, ხოლო 40%ს იმისას, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო. მნიშვნელოვანია, ორივე პარტნიორს ზუსტად ერთი და იგივე პროცენტი ჰქონდეთ. მხოლოდ ასე არ წარმოიქმნება წყენა იმის გამო, რომ რომელიმე მეტს აკეთებს.

ოჯახური ცხოვრება იოლი არაა, ის მოითხოვს საკუთარ თავსა და ურთიერთობაზე მუშაობას.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა მეუღლესთან არამხოლოდ თქვენზე მოქმედებს, არამედ ბავშვებზეც. ეს კი ყველაზე ფასეულია, რაც გაქვთ.

გაუზიარეთ ეს ცხოვრებისეული სტატია თქვენს მეგობრებს!