მთავარი კულინარია დიეტური ქათმის სუფის რეცეპტი

დიეტური ქათმის სუფის რეცეპტი

by Keti

სუფის დიეტით გახდომა სავსებით რეალურია. არანაირი ეშმაკობას ადგილი არ აქვს, ჩვეულებრივი 5 ჯერადი კვების რაციონს  ემატება პირველი კერძი, რომელიც უნდა ჭამოთ დღეში 1- 3 ჯერ. ერთი და იგივე სუფის მიღება 2 დღეზე მეტად არ შეიძლება. კარტოფილი და პური აკრძალულია.

დიეტური სუფი ”იმუნიტეტ პლიუსი” შეიცავს მინიმალურ კალორიებს და მაქსიმალურ სასარგებლო ნივთიერებებს. სუფი ხორცის გარდა შეიცავს ბოსტნეულს და ცხიმისდამწვავ კომპონენტებს – იმბირს და ნიახურის ძირს.

სწორად შეადგინეთ რაციონი. მასში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ცილა და ბოსტნეული. ნახშირწყლები (დაღერღილი ხორბლის პური, ფაფები) სჯობს გამოიყენოთ დილიდან. პორციის რაოდენობაა არ უნდა იყოს 300გრამი. დღეში დალიეთ 1-2 ლიტრი სუფთა წყალი

ტკბილეული, მზა წვენები,ალკოჰოლი, ცომეული უნდა გამორიცხოთ. დასაშვებია მცენარეული ზეთი, კეფირი ან იოგურტი (არაუმეტეს 200 მლ დღეში), უცხიმო ხაჭო (არაუმეტეს 250 გრამი დღეში).

კვირაში ორჯერ მოაწყვეთ სუფის განმტვირთველი დღე. მიირთვით მხოლოდ ეს სუფი და სვით წყალი.

ინგრედიენტები

  • 1,5-2 ლ წყალი
  • 300 გრ ქათმის ფილე
  • 300 გ ბროკოლი
  • 1 ნიახურის ძირი
  • 1 სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 1 ს.კ. გახეხილი იმბირის ფესვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • ახალი მწვანილი
  • მარილი

მომზადება

1. ქათმის ფილე დაჭერით და მოხარშეთ.

2. ბოსტნეული გაფცქვენით, გარეცხეთ. სტაფილო გახეხეთ, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, ნიახურის ძირი კუბებად.

3. მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ ბოსტნეული და ხარშეთ 5-10 წუთო. როცა ნიახური დარბილდება, სუფში ბროკოლი და ზეთი ჩაამატეთ.

4. დააცადეთ სუფს ადუღება, დაამატეთ იმბირი, მწვანილი და გამორთეთ. დატოვეთ თავდახურულში 10 წუთი.

შეადგინეთ დღიუს მენიუ. გიჭამიათ სუფი საუზმეზე? უცხოელი დიეტოლოგები შეთანხმდნენ, რომ სუფი საუკეთესო მეთოდია გასახდომად: ის ორგანიზმს სწრაფად ანაყრებს, თუმცა მცირე კალორიებს შეიცავენ.

მოგეწონათ გემრიელი რეცეპტი? გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: