მთავარი რჩევები 8 ოქროს წესი თანამედროვე საზოგადოებაში სწორად მოქცევისთვის

8 ოქროს წესი თანამედროვე საზოგადოებაში სწორად მოქცევისთვის

by Keti

როცა სიტყვა ,,ეტიკეტი” გვესმის, რატომღაც წარმოვიდგენთ, როგორ იხდიან შავ პიჯაკიანი ჯენტლმენები დიდ ქუდს და მანდილოსანს ხელზე ეამბორებიან. ეს წარსულში დარჩა, ახლა სხვა წესები გვაქვს. დღეს სწორედ ამაზე გვსურს საუბარი, რათა წვრილმანები არ შეგვეშალოს.

მოქცევის წესები

1. თუ კბილში რაღაც გაგეჩხირათ

ეს უხერხულობა ყველას შეიძლება დაემართოს, მისგან გათავისუფლება კი ადვილად შეიძლება. მთავარია, არ დაიწყოთ სხვისი თანდასწრებით კბილების ჩიჩქვნა, მოიშორეთ საჭმელი განმარტოებით.

თუკი იმავეს მოსაუბრეზე შეამჩნევთ, რაღაცით ანიშნეთ ან ზრდილობიანად უთხარით, რომ მოიშოროს.

2. ელვის გახსნა შარვალზე

აქ ველოსიპედის გამოგონება არ მოგიწევთ, თუ გაგეხსნათ, უბრალოდ გადით ცალკე და შეიკარით. თუ ვერ გადიხართ, შეტრიალდით და სწრაფად აიწიეთ ელვა.

თუ იმავეს სხვაზე შეამჩნევთ, მიდით და ჩუმად უთხარით ამის შესახებ.

3. საერთო ტუალეტი

ძირითადი წესები ყველამ ვიცით (ხელების დაბანა, უნიტაზზე ფეხებით არშედგომა და ა.შ.), თუმცა სხვა დეტალებიც არსებობს. ტუალეტის კაბინა არ შეაღოთ, სჯობს, მასზე მიაკაკუნოთ, რადგან შესაძლოა ღია აღმოჩნდეს და იქ მყოფი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოთ.

მამაკაცების განყოფილებაში კი ძალიან ახლოს ნუ მიხვალთ, სჯობს, ერთი ნიჟარის გამოტოვებით დადგეთ. ასევე ნუ შეისწორებთ მაკიაჟს სარკის იმ წერტილთან, სადაც ხელებს იბანენ, ასე შესაძლოა, რიგი შექმნათ.

4. სელფის სწორად გადაღება

სელფები თანამედროვე სამყაროს ნაწილია და მასაც აქვს ეტიკეტები. მაგალითად ის, რომ ყოველთვის უნდა ჰკითხოთ მეორე ადამიანს, უნდა თუ არა თქვენთან ერთად ერთ ფოტოში მოხვედრა. შემდეგ მიეცით დრო, რომ თავი მოიწესრიგოს.

სელფი ტუალეტში – ეს ცუდი ტონია. განსაკუთრებით, საჯარო საპირფარეშოში, სადაც ხალხი დადის.

5. ბრძოლა უსიამოვნო სუნთან 

ბევრი ადამიანი ვერ გრძნობს, როცა სხეულიდან უსიამოვნო სუნს გამოსცემენ. არის ასეთი ადამიანი თქვენს კოლექტივში? მაშინ, სჯობს, რამე მოიმოქმედოთ. ნუ დაიწყებთ ზურგს უკან ჭორაობას, დაელაპარაკეთ მას და წინასწარ გააფრთხილეთ, რომ შეიძლება საუბარი მისთვის უსიამოვნო იყოს. იყავით ტაქტიანი და ზრდილობიანი.

6. ცხვირსახოცი

ცემინება ან ხველა ჩვენი თანმდევი მოვლენებია და უნდა ვეცადოთ, რომ არავინ შევაწუხოთ. საუკეთესო ვარიანტია, ცხვირის მოხოცვა განმარტოებით, რადგან ეს ხშირად არასასიამოვნოა სხვებისთვის.

ასევე არ ღირს ამის გაკეთება ჭამის დროს, უმჯობესია საპირფარეშოში გახვიდეთ.

7. ანგარიში კაფეში

თუკი კაფეში ხართ მეგობრებთან ერთად და ყველაზე ნაკლები მიირთვი, არ ხართ ვალდებული იმდენი გადაიხადოთ, რამდენიც სხვებმა. დაითვალეთ თქვენი წილი და ის დადეთ. ხოლო თუკი მეტ-ნაკლებად თანაბრად მიირთმევთ, სჯობს, ამდენივე გადაიხადოთ.

8. ცხელი საკვები

თუ ძალიან ცხელი კერძი მოგიტანეს, არ დაიწყოთ მისი შებერვა გაციების მიზნით. უბრალოდ დაელოდეთ, სანამ შეგრილდება. ასეთია წესები, რას ვიზამთ.

რას ფიქრობთ ამ წესებზე? ჩავარდნილხართ უხერხულ სიტუაციაში მათი დავიწყების გამო? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი აზრი!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: