მთავარი კულინარია ხახვის მწვადი

ხახვის მწვადი

by Keti

გაზაფხული, ზაფხული, თბილი შემოდგომა… ყველა სეზონი იდეალურია ბუნებაში დასასვენებლად. ბუნებაში გასვლას კი პიკნიკი უხდება, პიკნიკს – მწვადი. მაგრამ ბევრი ხორცს არ გეახლებათ. მათთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს – მწვადი ხახვისგან.

თუ მწვადის მოყვარული ხართ, ეს კერძი გარნირად გამოგადგებათ. წაიღეთ ბუნებაში 5-6 ხახვი და შამფურები. მიირთვით ხორცთან ერთად ან მის გარეშე, ორივე შემთხვევაში ძალიან ისიამოვნებთ.

  • 5 წითელი ხახვი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩ.კ. თეთრი პილპილი

მომზადება

  1. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით სასურველ ფორმებად.
  2. აურიეთ ჯამში ზეთი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი და თეთრი პილპილი.
  3. ჩააწყვეთ მასაში ხახვის ნაჭრები და დატოვეთ 15 წუთი დასამარინადებლად.
  4. წამოაცვით ხახვები შამფურზე, ეცადეთ ნაჭრები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ იყოს.
  5. შეწვით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად გადააბრუნეთ. ხახვი მზად იქნება, როცა ნაჭრები აფუებას/გაზრდას დაიწყებს.
  6. ჩააწყვეთ ნაჭრები დარჩენილ სოუსში, რათა ნარევი შიგნითაც მოხვდეს. გააჩერეთ კიდევ 5 წუთი და მიირთვით!

შემწვარი, არომატული და წვნიანი ხახვი მწვადს უსაზღვროდ უხდება. ის ცალკეც უგემრიელესია. ასეთი ხახვის მომზადება ღუმელშიც შეგიძლიათ, სახლის პირობებში.

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი პიკნიკის მოყვარულ მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: