მთავარი კულინარია სააღდგომო ხორცის პური სახელად ,,კურდღელი”

სააღდგომო ხორცის პური სახელად ,,კურდღელი”

by Keti

,,კურდღელი” ნოყიერი ხორციანი პურია. მას ტრადიციულად სააღდგომოდ აცხობენ უკრაინაში. მას ღორის ან საქონლის ხორცითა და ბოსტნეულით ამზადებენ. ის გამოდის ნაზი და წვნიანი.

ინგრედიენტები
  • 1,5 კგ საქონლის ფარში
  • 700 გ სალა
  • 2 ცალი სტაფილო
  • 4 ცალი ხახვი
  • 8 კბილი ნიორი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 100 გ მანი
  • 200 მლ რძე
  • 200 გ პური
  • სეზამი, მარილი, პილპილი, კარაქი და საფანელი – გემოვნებით
მომზადება
  1. გაატარეთ ხორცი ხორცსაკეპში სალასთან ერთად, მიაყოლეთ რძეში ჩასველებული პური, ხახვი და ნიორი. თუ ღორის ხორცით აკეთებთ, სალა ორჯერ ნაკლები ჩადეთ.
  2. ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაამატეთ მას მანი და 2 ცალი კვერცხი. აურიეთ კარგად და დაბეგვეთ ხელის გულებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. შედგით მაცივარში 15-20 წუთით.
  3. გახეხეთ სტაფილო მსხვილ სახეხზე და შეწვით კარაქში. მოხარშეთ 3 ცალი კვერცხი და გაფცქვენით.
  4. კარაქი წაუსვით საცხობ ფორმას. მოაყარეთ საფანელი. დაადეთ მას ნახევარი ფარში. ფორმის შუაში ჩადეთ სტაფილოს ფენა და გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება, ჩადეთ მასში კვერცხი და დააფარეთ დარჩენილი სტაფილო.

5. დააფარეთ დარჩენილი ფარში, შეგიძლიათ სეზამი მოაყაროთ.

6. გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ ,,კურდღელი” ფორმიდან, როცა სრულად გაცივდება.

,,კურდღელი” სუფრასთან მიიტანეთ ცივი ან თბილი. შეინახეთ ეს ორიგინალური რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც! გემრიელად მიირთვით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: