მთავარი რჩევები პატრიარქი მრევლს: “ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია”

პატრიარქი მრევლს: “ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია”

by guramus

24 მარტს სრულიად საქართველოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე მრევლს მიმართა. პატრიარქი ტუპერკულოზით დაავადებულთა თემას შეეხო და განაცხადა, რომ ამ ადამიანებს ჩვენი მხარდაჭერა ჭირდებათ. ილია მეორემ ტუპერკულოზის პრევენციის საშუალებებზეც ისაუბრა.

“დღეს ჩვენ განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებსაც ფიზიკურად უჭირთ. 24 მარტს არის ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. დღეს აქ არიან სახელოვანი ექიმები, რომლებიც მკურნალობენ ამ სენს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რით შეგვიძლია ვებრძოლოთ ამ ავადმყოფობას. პირველი და მთავარი, რომლითაც უნდა გავუმკლავდეთ ამ დაავადებას, ეს არის პირადი ჰიგიენა და ხელების ხშირი დაბანა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ფიქრობს თავის პირის ღრუზე. პირის ღრუ არის მთავარი ადგილი, საიდანაც ინფექცია ვრცელდება. ამიტომ სისუფთავე ლოგინის, ტანსაცმლის, სახლის, ჰაერის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ ვებრძოლოთ ამ დაავადებას”,

– განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.